FM97.5 / LIVE

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 27.11.2013
27 ნოემბრიდან, 8 დღის განმავლობაში, ებრაელი ხალხი სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაულს, ხანუქას აღნიშნავს.

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელების შთამომავალი, მორწმუნე ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი გვიხსნის, რომ დღეს საღამოს სასანთლეზე პირველი სანთელი დაინთება და რვა დღის განმავლობაში ყოველ დღე ერთი სანთელი დაემატება.

„მზის ჩასვლიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ მეორე დღე იწყება, ანუ ხანუქის პირველი დღეა ხვალ“, - ამბობს სიმონ ლევიშვილი.

ამჟამად ახალციხეში მხოლოდ რვა ებრაელი ცხოვრობს, სამი მამაკაცია და ხუთი ქალი. სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ებრაელთა უმრავლესობამ ახალციხე დატოვა.

ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში მდებარეობს სინაგოგა, რომელიც 1863 წელსაა აშენებული. თუმცა, ტაძარში დღეს ლოცვა იშვიათად ტარდება. სიმონ ლევიშვილი გვიხსნის, რომ ებრაული წესით, ტაძარში ლოცვის ჩასატარებლად მინიმუმ 10 მამაკაცია საჭირო.

„სანამ ათი ადამიანი არ შეიკრიბება სინაგოგაში, იქამდე ლოცვის რიტუალი არ ტარდება. ძირითადად ზაფხულობით ტარდება ხოლმე ლოცვა, როცა ტურისტები ჩამოდიან“,- ამბობს იგი.

ხანუქა ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა.

ვრცლად ახალციხეში მცხოვრები ებრაელების შესახებ, "სამხრეთის კარიბჭე" მოგვიანებით გიამბობთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავს
ახალციხეში მდებარე სინაგოგა [Photo]
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
ქართველი ებრაელები ‘ფურიმს’ აღნიშნავენ