FM97.5 / LIVE

ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 07.12.2015
8 დღის განმავლობაში, ებრაელი ხალხი სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაულს, ხანუქას აღნიშნავს.

ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ

"გუშინ, 6 დეკემბერს, საღამოს დაიწყო დღესასწაულის აღნიშვნა და რვა დღეს გაგრძელდება.დღეს პირველი დღეა. პირველ დღეს ვანთებთ ორ სანთელს. ხანუქა არის სიბნელეზე და ბოროტებაზე გამარჯვება", – ამბობს ახალციხელი ებრაელების შთამომავალი, მორწმუნე ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი.

ამჟამად ახალციხეში მხოლოდ შვიდი ებრაელი ცხოვრობს. სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ებრაელთა უმრავლესობამ ახალციხე დატოვა.

მისი თქმით, ებრაული წესით ტაძარში ლოცვის ჩასატარებლად მინიმუმ 10 მამაკაცია საჭირო, ამიტომ ტაძარში დღეს ლოცვა იშვიათად ტარდება.

ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და ის სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეებში ებრაელი ხალხი დამპყრობლისგან ტაძრის დაბრუნებას ზეიმობს და ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში ერთი დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა. ამ სასწაულის აღსანიშნად რვა დღის მანძილზე თითო სანთელი ინთება.

საქართველოში ყველაზე ადრე აშენებული სინაგოგა ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში მდებარეობს.

1863 წელს აშენებული სინაგოგა საუკუნენახევარს ითვლის. გარდა ამისა რაბათში კიდევ ერთი სინაგოგაა, რომელიც 1902 წელს აშენდა, თუმცა წლების განმავლობაში მას სხვა დანიშნულებით იყენებდნენ, ამჟამად კი უმოქმედოა.

ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავს
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
ახალციხეში მდებარე სინაგოგა [Photo]
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს