FM97.5 / LIVE

ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.12.2019
დღესასწაულს, რომელიც სინათლის სიბნელეზე, ხოლო სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას უკავშირდება, ხანუქა ჰქვია. მას ებრაული თემის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ახალციხეს შემორჩა, ტრადიციულად რვა დღის განმავლობაში აღნიშნავს.

ებრაული თემი ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავს

ებრაელებისთვის ხანუქას 22 დეკემბერს დაიწყო და რვა დღის შემდეგ, 29 დეკემბერს დასრულდება. ეს მათთვის ზეიმისა და მხიარულების პერიოდია, რადგან მიიჩნევა, რომ ამ დროს სინათლე ამარცხებს სიბნელეს, სამართლიანობა კი უსამართლობაზე იმარჯვებს.

დღესასწაულს აღნიშნავს ახალციხეში მცხოვრები ებრაელი, სიმონ ლევიშვილიც. იგი ამბობს, რომ ამ დღეების განმავლობაში, ებრაელები მენორაზე (რამდენიმეტოტიანი, შანდლის მსგავსი ნივთი) ყოველდღიურად სანთელს ანთებენ: „ეს დღესასწაული გამორჩეულია იმით, რომ სინათლეს უკავშირდება და მის გამარჯვებას ვზეიმობთ. ყოველ დღე თითო სანთელს ვანთებთ. პირველ დღეს ორ სანთელს ვანთებთ, მეორე დღეს სამს, მერე ოთხს და ასე, რვა დღის განმავლობაში, მთლიანობაში 44 სანთელი გამოდის“, - ამბობს ლევიშვილი.

ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა, იგი მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდას, საკურთხევლის კურთხევასა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდებოდა.

ეს მოხდა ძვ. წ. 165 წელს, მას შემდეგ, რაც ტაძრის ტერიტორია გათავისუფლდა ბერძნულ-სირიული არმიისა და მათი მოკავშირე ებრაელებისგან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]
11 აპრილიდან ებრაელები პასექის დღესასწაულს აღნიშნავენ
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
სახალხო დამცველი ქართველ ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს
რაბათში სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [Photo]