FM97.5 / LIVE

სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2018
ახალციხეში შემორჩენილი ერთადერთი ებრაელი, რომელიც 23 წელია ისტორიულ სინაგოგას უვლის, ისრაელში მიდის. სინაგოგის ახალი ხელმძღვანელი არჩევნების წესით შეირჩევა.

სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცოხვრები ერთადერთი ებრაელი და სინაგოგის ხელმძღვანელი სიმონ ლევიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საცხოვრებლად ისრაელში მიდის.

„ორი თვის წინ ინსულტი გადავიტანე, ცუდად ვგრძნობ თავს, სამკურნალოდ უნდა წავიდე. ალბათ ოჯახთან ერთად წავალ, მაგრამ თუ ჩემი მეუღლე და შვილები არ წამოვლენ, მარტო წასვლა მაინც მომიწევს“, – ამბობს სიმონ ლევიშვილი.

მე–20 საუკუნეში რაბათში მცხოვრები 400–მდე ებრაული ოჯახიდან ლევიშვილი ერთადერთია, რომელიც ამ დრომდე ახალციხეში შემორჩა. გასულ წელს რაბათში მისი ჩათვლით კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა როგორც ლევიშვილი გვიხსნის, მათ შორის ერთი გარიდაიცვალა, მეორე ოჯახმა კი ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ცხოვრება ისრაელში გადაწყვიტა.

„მარტო დავრჩი. ავად რომ არ ვიყო, წასვლას არ ვიფიქრებდი“, – ამბობს ლევიშვილი.

იგი სინგოგას 23 წელია ხელმძღვანელობს. ლევიშვილი ებრაულმა თემმა ახალციხეში სალოცავის ხელძღვანელად 1995 წელს აირჩია. მაშინ ახალციხეში ჯერ კიდევ 150 ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. ამიტომ მისი წასვლის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება: „სონაგოგაში თორებია, წმინდა წიგნებია, მათ მოვლას და იქ მოქცევის წესებს ცოდნა სჭირდება. არჩევნების გარეშე სინგოგას ვერავინ მოუვლის და უხელძღვანელებს“.

მისივე თქმით, რადგან ახალციხეში ებრაელები აღარ ცხოვროობენ, არჩევნები თბილისში მცხოვრებ „ახალციხელ ებრალებს“ შორის ჩატარდება: „აქედან დედაქალაქში წასული, დაახლოებით, 30 ოჯახია. არჩევნებიც ალბათ მათ შორის ჩატარდება. კანდიდატებასც თავად დააყენებენ. მერე ორ–სამ კვირაში, ან თვეში ერთხელ ჩამოვლენ–ხოლმე სინაგოგის მოსავლელად“.

ლევიშვილი ფიქრობს, რომ მისი საქართველოდან წასვლის საკითხი დაახლოებით სამ თვეში გადაწყდება: „შესაძლოა ამ ზაფხულს აქ ვიყო და მერე წავიდე. ეს დამოკიდებული ჩემს ჯანმრთელობაზეა“.

შეგახსენებთ, რომ სინაგოგა, რომელსაც სიმონ ლევიშვილი უვლის 1863 წელს შემოწირულობებით აშენდა. მაშინ ახალციხეში 623 ებრაელი ცხოვრობდა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში, კერძოდ სამცხე–ჯავახეთში, ებრაელები ბიზანტიის მხრიდან შემოვიდნენ.
მე–20 საუკუნეში, რაბათის ორ უბანში სულ, 400 ოჯახი, 3000 ებრაელი იყო. მათი გასვლა, ანუ ებრაელთა ალია ახალციხიდან 70–იან წლებში დაიწყო და 80–იან წლებში შეჩერდა.

იხილეთ მასალა სიმონ ლევიშვილზე "სამხრეთის კარიბჭეს" არქივიდან





[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]
დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა