FM97.5 / LIVE

ახალციხელი ებრაელების მოლოდინი

მთავარისაზოგადოება 27.11.2013
ქართველი ებრაელი სიმონ ლევიშვილი, რომელიც საქართველოს უძველეს სინაგოგასა და წინაპრების საფლავებს უვლის და ახალციხეში მცხოვრები 8 ებრაელი, რომლებიც სალოცავად იშვიათად იკრიბებიან. რას იხსენებენ წარსულიდან ახალციხეში მცხოვრები ებრაელები.

ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
27 ნოემბრიდან, 8 დღის განმავლობაში, ებრაელი ხალხი სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაულს, ხანუქას აღნიშნავს. ახალციხეში ამჟამად მხოლოდ რვა ებრაელია დარჩენილი, სამი მამაკაცი და ხუთი ქალი. ახალციხელი ებრაელების შთამომავალი, მორწმუნე ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი იხსენებს, რომ 1900-იან წლებამდე ახალციხეში 6 ათასი ებრაელი ცხოვრობდა, ამ პერიოდში 3 ათასი ებრაელი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

„1972 წლიდან დაიწყო ახალციხიდან ებრაელების წასვლა, მერე შეჩერდა. 1993 წლისთვის დაახლოებით 150 ოჯახი იყო დარჩენილი, მაგრამ 93 წელს თითქმის ყველა წავიდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დავრჩით“, - ამბობს სიმონ ლევიშვილი და ამატებს, რომ მათთან კავშირი დღემდე არ გაუწყვეტია: „საქართველოსაც სტუმრობენ ხოლმე, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდიან. 2014 წელი ქართველებისა და ებრაელების ძმობის წლადაა გამოცხადებული და ალბათ ბევრი ღონისძიება ჩატარდება“.

ახალციხელი ებრაელების მოლოდინისაქართველოში ყველაზე ადრე აშენებული სინაგოგა სწორედ ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში მდებარეობს. 1863 წელს აშენებული სინაგოგა საუკუნენახევარს ითვლის. გარდა ამისა რაბათში კიდევ ერთი სინაგოგაა, რომელიც 1902 წელს აშენდა, თუმცა წლების განმავლობაში მას სხვა დანიშნულებით იყენებდნენ.

„1953 წელს სტალინმა ჩამოგვართვა და მას შემდეგ აქ ჯერ კინოფიკაცია იყო, მერე ბიბლიოთეკა, მერე სპორტული დარბაზი იყო, კრივს ასწავლიდნენ. 53 წლის მერე სინაგოგის ფუნქცია აღარ ჰქონია. დღევანდელი მთავრობა შეგვპირდა, რომ ჩამორთმეულ სინაგოგას დაგვიბრუნებენ“, - ამბობს სიმონ ლევიშვილი.

მისივე თქმით, ამ შენობაში სპორტული დარბაზი რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.

ახალციხელი ებრაელების მოლოდინი„ახალციხის გამგებელი გელა დემეტრაძე რომ იყო, მან გაიყვანა აქედან სპორტსმენები. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სარემონტოა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკიც დაზიანებულია, ფანჯრები ამოლესილია, სინაგოგას აღარ გავს. ისტორიული ძეგლია, მის სანახავადაც მოვლენ ტურისტები, რესტავრაციას საჭიროებს“, - ამბობს იგი.

150 წლის სინაგოგაში ახლა ლოცვა იშვიათად ტარდება. ებრაული წესით ლოცვის ჩასატარებლად მინიმუმ ათი მამაკაცი უნდა შეიკრიბოს. ამიტომ, როცა რაბათში ტურისტები ან ახალციხელი ებრაელები ჩამოდიან, ლოცვა მხოლოდ მაშინ აღევლინება. დარბაზში ქალები და მამაკაცები სხვადასხვა ადგილას სხდებიან.

ახალციხელი ებრაელების მოლოდინი„დედათა წესის დროს, უხერხულობა რომ არ იყოს, ყველა ქალი ერთად ლოცულობს, მამაკაცები კი ცალკე არიან“, - გვიხსნის სიმონ ლევიშვილი.

რაბათში მცხოვრები 63 წლის ფანია იგითხანიშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როცა აქ ებრაელები ცხოვრობდნენ.

„მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე სინაგოგაში, ძალიან კარგი დღესასწაულები ჰქონდა. სინაგოგაში ქალები და კაცები ერთად არ ლოცულობდნენ. კაცები დაბლა იყვნენ და ქალები ზემოთ ისხდნენ, ქალებს კარგად ვერ დაინახავდით, ქონგურა იყო გაკეთებული და ფიცრისგან ამონაჭერი. კიდევ ერთი კარგი ტრადიცია ჰქონდათ, თუ ლამაზი გოგო იყო გასათხოვარი, ან სიმპათიური ბიჭი იყო დასანიშნი, იქვე აწყობდნენ ამ საქმეს, რომ ის იმას გავურიგოთ და ასე შემდეგ“, - იხსენებს ფანია იგითხანიშვილი, რომელიც რაბათში 1871 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობს.

„ეს სახლი ვინც ააშენა, გვარად ანტოშვილი იყო, მერე გაყიდა სახლი და აქედან წავიდა, მისი შთამომავლები ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, დღემდე ვნანობ, რომ ეს ხალხი აქედან წავიდა. ასეთი კარგი ხალხი არც მოვა საქართველოში. ყოფილი მეზობლები ჩამოდიან ხოლმე და ყოველთვის ვნახულობთ“, - ამბობს იგი.

ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში, ებრაელების სასაფლაოცაა. სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ ამ სასაფლაოზე დაახლოებით 5 ათასი მიცვალებულია დასაფლავებული.

„შემოსაღობი იყო სასაფლაოს ტერიტორია და დაახლოებით ოთხი თვის წინ ძეგლთა დაცვის სამინიტრომ გააკეთა. საკმაოდ დიდი სასაფლაოა, იქნება ალბათ 15 ჰექტარი. ებრაელების სასაფლაოს გვერდით არის, ბერძნების, რუსების, ქართველებისა და სომხების სასაფლაოები“, - გვიხსნის სიმონ ლევიშვილი.

რაბინი სიმონ ლევიშვილი ერთდაერთი ადამიანია, რომელიც დღემდე უვლის წინაპრების სასაფლაოსაც და სინაგოგასაც.

იხილეთ ფოტოები ახალციხის სინაგოგიდან.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი ახალციხეს ტოვებს
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
ახალციხეში მდებარე სინაგოგა [Photo]
როგორ ზეიმობდნენ პასექს (ფესახს) ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]
ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]