FM97.5 / LIVE

ქართველი ებრაელები ‘ფურიმს’ აღნიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.03.2017
12-13 მარტს მსოფლიოს ებრაელთა თემი ფურიმს დღესასწაულობს, როცა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს და განადგურებას გადაურჩნენ.

ქართველი ებრაელები ‘ფურიმს’ აღნიშნავენ

ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე ახალციხეში სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ დღესასწაულს ძირითადად გართობით, ცეკვითა და სიმღერით აღნიშნავენ: „ახალციხეში სულ ორი ოჯახი ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოგვდის მასშტაბურად ავღნიშნოთ, ვცდილობთ ოჯახის წევრებთან ერთად, მხიარულად გავატაროთ ეს დღეები, რადგან ძირითადად ასე აღინიშნება.პატარებს ვურიგებთ ტბილეულს ვერთობით და ვსვამთ ღვინოს“.

სიმონ ლევიშვილის თქმით, წლების განმავლობაში ებრაელები სინაგოგაში იკრიბებოდნენ და დღესასწაულის დაარსების ისტორიას კითხულობდნენ. ეს ტრადიცია რომ შესრულდეს, სინგოგაში ათი მლოცველი მაინც უნდა იყოს: „ახალციხეში ამდენი ებრაელი არ ვართ, ამიტომ, უკვე დიდიხანია სინაგოგაში ამ ისტორიის წაკითხვას ვერ ვახეხებთ“.

დღესასწაულის ისტორია ასეთია: სპარსელთა მეფე ახაშვეროშის კარისკაცი ამანი, რომელიც წარმოშობით ამალეკელი იყო, უზომოდ გაღიზიანდა, როდესაც მორდეხაიმ მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა და ებრაელების სრული განადგურება გადაწყვიტა. მან მეფე დაარწმუნა განკარგულება გაეცა, რომლის თანახმადაც ნებისმიერ მსურველს, ებრაელების განუსაზღვრელი რაოდენობით განადგურების უფლება ენიჭებოდა. ამანის ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი შეუშალეს ბრძენმა ებრაელმა მორდეხაიმ და მისმა ნათესავმა და აღზრდილმა ესთერმა, რომელიც იმ დროისათვის სპარსეთის დედოფალი გახლდათ.

ესთერი სამეფო კარის მკაცრი ეტიკეტის დარღვევით, ახაშვეროშთან მიწვევის გარეშე გამოცხადდა და მეფე დაარწმუნა, რომ მის მიერ მოწყობილ ნადიმს დასწრებოდა, რომლის დროსაც მას ებრაელების შეწყალების თხოვნით მიმართა.

როდესაც ახაშვეროშმა ამანის ინტრიგების შესახებ შეიტყო, იგი იმავე სახრჩობელაზე ჩამოახრჩობინა, რომელიც მორდეხაისთვის ჰქონდათ მომზადებული. ებრაელების განადგურების თაობაზე გაცემული ბრძანება კი ახლით შეცვალა, რომლის თანახმადაც ებრაელებს თავდაცვის უფლება მიანიჭეს. სასტიკი შეტაკებების შედეგად კი სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელები  [ფოტო]
11 აპრილიდან ებრაელები პასექის დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
როგორ ზეიმობდნენ პასექს (ფესახს) ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს