FM97.5 / LIVE

‘სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ’ – ჯგუფური ჩხუბი ახალქალაქში

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2019
ახალქალაქის სოფელ კოთელიაში 18 -19 წლის ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ჩხუბის შედეგად დაშავდა ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

‘სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ’ – ჯგუფური ჩხუბი ახალქალაქში

შემთხვევა 18 ივლისს, საღამოს ახალქალაქის სოფელ კოთელიაში მოხდა. ჩხუბში 18-19 წლის თხუთმეტამდე ბიჭი მონაწილეობდა.

„ფეხით მივდიოდით ჩვენ, გზაზე გადასვლისას, მანქანამ დაგვისიგნალა და რაღაც მოგვაძახა. ჩვენც პასუხი გავეცით და ჩხუბიც ამან გამოიწვია. ჯერ ორნი იყვნენ, მერე წავიდნენ და დაახლოებით ათი ადამიანი მოვიდა. შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ,“ - გვიყვება ერთ-ერთი დაშავებული.

ორი ნაცემი ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. „ერთ-ერთ მათგანს, რომელიც უკვე გავწერეთ, ცხვირის მოტეხოლობა აქვს, ხოლო მეორე, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება“, - განმარტავენ საავადმყოფოში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 126-ე პირველი პრიმა მუხლის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

რაც შეეხებათ ბრალდებულებს, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინაა.

[რობი ზარიძე, ახალქალქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ჩხუბში დაშავებულ კაცს რეფერალურ ჰოსპიტალში აკვირდებიან
აბასთუმანში 17 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
ავარიისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავარია ახალქალაქში - დაშავდა სამი არასრულწლოვანი
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა
დაპირისპირება ახალქალაქში - დაწყებულია გამოძიება
დაპირისპირება ახალქალაქში – ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი