FM97.5 / LIVE

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა – სეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2020
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულ „მილკოს“, „რანინას“, „ქობულეთური 25%–ის“,„ყველი ქართულის“ და „მალკოს“ რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. ამის გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა – სეს

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 35 ნიმუში შეამოწმა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა - პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

▪️ მაწონი „რანინა“ - დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“);
▪️ არაჟანი „რანინა“ - დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“)
▪️ არაჟანი „მილკო“ - დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“);
▪️ რძე „მალკო“ 2.5% - დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“)
▪️ კარაქი ნაღების 82.5% „რანინა“ - დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს „რესპუბლიკა“);
▪️ არაჟანი „ქობულეთური 25%“ - დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს „მემა კომპანი“)
▪️ „ყველი ქართული“ - დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა - 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ „სურენ კირაკოსიანი“).

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა: ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.

რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. რეგულაცია ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ, აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. აღნიშნული რეგლამენტით, დაუშვებელია, მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს რძის ნაწარმის დასახელების პროდუქტები (მაწონი, არაჟანი , ხაჭო, ყველი და ა.შ).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რძის ნაწარმის ეტიკეტირებაზე კონტროლი მკაცრდება
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]
რა პირობით იყიდება რძის პროდუქტები ახალციხის ბაზარში
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
ადიგენში ფერმერები ადგილობრივებს რძის პროდუქტებით დაეხმარნენ
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
რძის მწარმოებელ კოოპერატივებს  მცირე საველე ლაბორატორიები გადაეცემათ