FM97.5 / LIVE

რძის ნაწარმის ეტიკეტირებაზე კონტროლი მკაცრდება

მთავარისაზოგადოება 08.07.2016
1 აგვისტოდან, რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება. თუკი პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, ეტიკეტზე რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება იკრძალება.

რძის ნაწარმის ეტიკეტირებაზე კონტროლი მკაცრდება

რძის ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის მწარმოებლებს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი დაუდგინდათ.

მიმდინარე წლიდან კი რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში სიტყვების: „მსგავსი“ და „ებრი“ გამოყენება იკრძალება. მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი და სხვა.

რძის ტექნიკური რეგლამენტის ახალი ნორმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებმა რძისა და რძის ნაწარმის მწარმოებელებსა და იმპორტიორებს გააცნეს.

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, 2016 წელს 1770 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 11 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში აღებული 87 ნიმუშიდან დარღვევა 12 ნიმუშში გამოვლინდა.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა – სეს
ახალციხეში რძის მწარმოებელთა ფორუმი გაიმართება [R]
სოფელ კუმისში თიბისის მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა ®
მეურნე: ხარისხიანი რძის წარმოება [Video]
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
ადიგენში ფერმერები ადგილობრივებს რძის პროდუქტებით დაეხმარნენ
ასპინძის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა