FM97.5 / LIVE

არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები 2023 წლამდე იმუშავებენ

მთავარისიახლე, განათლება 15.07.2020
არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში პრაქტიკოსი მასწავლებლები 2022-2023 წლამდე დარჩებიან - ამის შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. პედაგოგებს შეეძლებათ გაიარონ გრძელვადიანი გადამზადება მშობლიურ ენაზე და ამავდროულად, ვალდებულება ექნებათ ისწავლონ სახელმწიფო ენა.

არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები 2023 წლამდე იმუშავებენ

ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პედაგოგი, რომელმაც პრაქტიკოსის სტატუსი ვერ შეიცვალა, არაქართულენოვან სკოლებზე მოდის. მათთვის სირთულეს წარმოადგენდა პროფესიული უნარების გამოცდაში ქართულ ენაზე მოცემული ტექსტებისა და პირობების გაგება.

„ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე მდგმარეობაა. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ მათ შეეთავაზათ საგნის გამოცდა მშობლიურ ენაზე, თუმცა პროფესიული უნარების გამოცდისას, მათ პირობები უნდა გაეგოთ ქართულ ენაზე. შესაბამისად, მასწავლებლებმა, რომლებმაც არ იცოდნენ სახელმწიფო ენა, უჭირდათ ამ ტექსტის გაგება და სწორი პასუხების დაწერა თუნდაც მშობლიურ ენაზე“, - ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ფლობა არაქართულენოვანი პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, მათი სრული ინტეგრაციისთვის. ცენტრს ამ კუთხით პედაგოგებისთვის შეთავაზებაც აქვს: „ამდენი ხნის მანძილზე, ისინი ვერ ესწრებოდნენ ტრენინგებს. შესაბამისად, მათ სახელმწიფო ენის ფლობა აუცილებლად დასჭირდებათ მომავალშიც და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ. ვიცით, რომ ჟვანიას სკოლას აქვს შეთავაზებული ენის კურსები, ეს შეთავაზებები უფრო და უფრო მეტი იქნება მასწავლებლებისთვის და ისინი ვალდებულები არიან ენაც ისწავლონ და ამავდროულად გაიარონ პროფესიული განვითარების კურსები. რა თქმა უნდა, საგნის გამოცდაც კვლავაც ძალაში იქნება“.

კონკრეტული შეთავაზებები პედაგოგებისთვის დეტალურად გაიწერება და მათ შესრულებას ისინი სექტემბრიდან შეუდგებიან.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიული უნარების ტრენინგები არაქართლენოვანი სკოლების  მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ ენაზე დაიწყო
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო