FM97.5 / LIVE

‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2020
ქორწილები, ბანკეტები და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები, პანდემიის გამო არ იმართება. მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, რესტორნებს და საქორწინო მაღაზიებს ოთხი თვეა შემოსავალი არ აქვთ.

‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

არუთ ჩარუხჩიანი ქალაქში ცნობილი მუსიკოსია, იგი 15 წელია რესტორნებში სინთეზატორსა და ვიოლინოზე უკრავს. ეს მისთვის ერთადერთი პროფესია და შემოსავლის წყაროა. მარტის შემდეგ მას არ უმუშავია და შესაბამისად არც შემოსავალი აქვს: „გასულ წელს ამ დროს კარგი შემოსავალი მქონდა, კვირაში ორჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც ქორწილებსა და ბანკეტებზე ვუკრავდი“.

მსგავსი სიტუაცია აქვს ფოტოგრაფ სარქის საპონჯიანსაც.

„2005 წლიდან ამ საქმეში ვარ, ფოტოებსა და ვიდეოებს ვიღებ, შარაშან კარგი მუშაობა მქონდა. კვირაში ყველაზე ცოტა ერთი გადაღება მაინც მქონდა. სხვა შემოსავალი არ მაქვს, დღესაც უმუშევრად ვზივარ. მხოლოდ ერთხელ მივიღე მთავრობისგან 300 ლარიანი კომპენსაცია“, - ამბობს სარქისი და ამატებს, რომ გასული წლის ამ დროს, ერთ ქოწილში 1 500 ლარს იღებდა, ბანკეტების გადაღებაზე კი 1000 ლარს.

პანდემიის გამო ხალხმრავალი შეკრებები ჯერ კიდევ არ შეიძლება, ამ დრომდე დაკეტილია ისეთი რესტორნები, რომლებიც მხოლოდ ქორწილების შეკვეთებს იღებდნენ.

აპრილიდან დღემდე რესტორან „რომანტიკაში“ დაახლოებით 200-350 კაციანი 13 ქორწილი გაუქმდა. დიდი ქორწილების დროს, რესტორანში 25-მდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

„არ მინდა რომ დამაჯარიმონ. არ მიღირს გახსნა პატარა 15 კაციანი სუფრებისთვის. 500 კაციანი დარბაზი მაქვს და ძირითადად დიდ შეკვეთებზე ვმუშაობთ. 8 მარტის მერე გაჩერებული ვარ. იმხელა ზარალი მაქვს ვერ დავითვლი. დიდი კრედიტიც მაქვს, დარბაზის მშნებელობისთვის 100 000 დოლარი გამოვიტანე ერთხელ გადავაწევინე მხოლოდ, აღარ მეგონა თუ სიტუაცია გართულდებოდა. ამ თვეების განმავლობაში მინიმუმ 20 000 ლარს მოვიგებდი’, - ამბობს „რომანტიკას“ მეპატრონე რომან მერაბიშვილი.

მერაბიშვილი ახლა მხოლოდ რესტორნის გვერდზე მდებარე პატარა კაფეს ამუშავებს, თუმცა იმასაც სრული დატვირთვით ვერა, რადგან კლიენტი ცოტაა.

ქორწილის მთავარი ატრიბუტი საქორწილო კაბაა. ახალციხეში საქორწილო კაბების რამდენიმე მაღაზიაა, პანდემიის გამო მათაც დიდი ზარალი მიადგა.

ოთხი თვეა უმუშევრადაა დარჩენილი საქორწილო სალონ „ანკა დეკორის“ 15 თანამშრომელი.

„ნაქირავები მაქვს საქორწილო სალონი და ამდენი თვეა უმუშევარი ვარ. ქორწილი რომ არაა არც დიზაინი სჭირდებათ, ჰაერში ვართ, სამსახურშიც არ გავდივარ. აგვისტოსთვის ახალი კაბების კოლექცია უნდა გამომეშვა, კრედიტი ავიღე, თანხა დავხარჯე და გადახდაც ვერ მოვასწარი“,-ამბობს „ანკა დეკორის“ წარმომადგენელი ანაიდ კირაკოსიანი.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. მთავრობა 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს.

ასევე თვითდასაქმებულებს შეეძლოთ ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება მიიღონ.
პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, კომპანიები, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, სუბსიდირებას მიიღებენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თანამშრომლების გათავისუფლება მოგვიწევს – რესტორნების მეპატრონეები ისევ გასაჭირში არიან
რას მოიცავს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა
200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ
დამსაქმებელი შენარჩუნებული სამუშაო ადგილების გამო სუბსიდიას მიიღებს – გახარია
‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე
ახალციხეში სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ზარალზე საუბრობენ
უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დავეხმარებით – გახარია