FM97.5 / LIVE

სოფელ წინუბნის ტყეში მავნებლის გამო ხეები ხმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2020
ახალციხის სოფელ წინუბნის ტყეში ხეების ხმობის პროცესი გახშირდა. ადგილობრივები ამ ფაქტს მავნებელ „ლაფანჭამიას“ უკავშირებენ. გამხმარი მცენარეების შესწავლა კი, სპეციალისტებმა დაიწყეს.

სოფელ წინუბნის ტყეში მავნებლის გამო ხეები ხმებაფოტო - არქივი

სოფელ წინუბანში მცხოვრებლები შიშობენ, რომ ტყეში ხეების მასობრივად გახმობის მიზეზი „ლაფანჭამიაა“. „თუ დროულად არ მიხედეს, შეიძლება მთელი ტყე დააზიანოს ამ მავნებელმა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

„სამხრეთის კარიბჭესგან“ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ტყის დაცვის სამმართველომ წინუბანში პრობლემის შესწავლა დაიწყო. მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არა „ლაფანჭამია“, არამედ „მბეჭდავი ქერქიჭამიაა“ გავრცელებული.

„რეგიონის სატეყეო სამსახურის მიერ მოხდა გადამოწმება აღნიშნული ფართობის. არასპეციალისტები ხშირად ლაფანჭამიას ეძახიან, თუმცა ეს ბოლო წლებია სამცხე–ჯავახეთში მბეჭდავი ქერქიჭამიაა გავრცელებული“, – ამბობს ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამადაშვილი.
ტყის დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ ერთხელ სავარაუდოდ, 26 ივნისს დაათვალიერებენ და პრობლემას შეისწვალიან.

„ჩვენი სამსახური სისტემატურად დადის სამცხე–ჯავახეთში შესამოწმებლად და აღნიშნულ ტერიოტორიაზე კიდევ ერთხელ, ამ კვირის ბოლოს, მოხდება გადამოწმება ამ ფართობის. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვამოწმებთ, როცა ინფორმაცია შემოდის ადგილზე მივდივარათ, რათა დროულად მოხდეს გადამოწმება და დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები“, – გვითხრა მამადაშვილმა.

მისივე განმარტებით, იქ, სადაც მავნებელია გავრცელებული, სანიტარული ჭრა განხორციელდება: „ზოგადად, იქ, სადაც მასობრივად არის მბეჭდავი ქერქიჭამია გავრცელებული, სანიტრულ ჭრებს ვახორციელებთ ხოლმე. რაც შეეხება წინუბნის ტყეს, აქ ერთეულის სახითაა ხეების ხმობა, რომლებზეც სანიტარული ჭრა განხორცილედება“.

ეროვნული სატყეო სამსახურის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში „მბეჭდავი ქერქიჭამია“ 2011 წლიდან ფიქსირდება, ხოლო 2012 წლიდან სააგენტომ ფერომონიანი მწერსაჭერები განათავსა და დაიწყო სანიტარული ჭრები. მათივე განმარტებით, ყოველწლიურად, ფერომინიანი მწერსაჭერების მონიტორინგი სეზონზე 10–12 ჯერ ხდება. (განთავსებიდან 10–14 დღის შუალედში) ამ დროის განმავლობაში, „ლაფანჭამია“ არ დაფიქსირებულა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება
სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს
სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს
გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა