FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ, მწერმჭერი განათავსეს, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.

სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს

ფერომონიანი მწერმჭერი ჩამოკიდეს ბორჯომის, ბაკურიანის, ადიგენის და ასპინძის ტყეებში.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია (ips typographus), გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოჰყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

ეროვნული სატყეო სააგენტო, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.

2018 წელს მავნებელი დაფიქსირდა ახალციხეში, სოფელ აწყურში, და ადიგენში, სოფელ ბენარის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მბეჭდავმა ქერქიჭამიამ ასობით ხე გაახმო.

ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესხეთის ტყეებში ის ადგილები შეისწავლეს, სადაც წიწვოვანი ხეები მასიურად ხმება. მათი რეკომენდაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სანიტარული ჭრები უნდა ჩატარდეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა
წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული
ეროვნული სატყეო სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია
მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ  – რა წერია დასკვნაში
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს