FM97.5 / LIVE

წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაბა წაღვერის მიმდებარედ 60 ჰა ფართობზე სანიტარულ ჭრებს ახორციელებს.

წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.

უწყების ცნობითვე, სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსება, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს
სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული
ეროვნული სატყეო სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია
სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება
გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა