FM97.5 / LIVE

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2020
საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს.

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი.

„რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველაზე მაღალ დასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000-ს გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში. სხვა ევროპის ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს.

რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, 141 პირი კარანტინში იმყოფება, 51 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რვა მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 105 586 შემთხვევაა დაფიქსირებული აქედან 80 859 ჩინეთში, ჩინეთის გარეთ კი 24 727 შემთხვევა, ჯამში 101 ქვეყანაში. გუშინდელი მონაცემებით ვირუსით გარდაცვლილია 3 584 ადამიანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამირან გამყრელიძე: 'შემთხვევების ზრდა გვექნება, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია'
Covid-19 გავრცელება მსოფლიოში
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 1 003-მდე გაიზარდა
ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო
759 302  შემთხვევა მსოფლიოში – კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 695-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 981-მდე გაიზარდა