FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2020
აბასთუმანში ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობა წყდება და მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 13 ივნისს დღის 2 საათისთვის შევიდა. ამ ეტაპზე უცნობია რა ფართობია დამწვარი.

ადგილზე მობილიზებული იყო ცოცხალი ძალა 65 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს სამცხე–ჯავახეთის და ქვემო ქართლის მეხანძრე–მაშველები აქრობდნენ.

სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი აბრამაშვილი არ გამორიცხავს, რომ აბასთუმანში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე კი ფიქრობს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ტყეში მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
აბასთუმნის ხანძარზე შსს–მ გამოძიება დაიწყო
აბასთუმნის ტყეში ხანძარს 65 მეხანძრე–მაშველი აქრობს [ვიდეო]
შსს: წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია
აბასთუმანში ობსერვატორიასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
წინუბნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია – დამწვარია  4 ჰექტარი