FM97.5 / LIVE

ვფიქრობთ ახალციხის ბაზარი ორშაბათიდან გაიხსნება – სოლომონ პავლიაშვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.05.2020
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან, ოთხი მაისიდან ახალციხის ბაზარი გაიხსნება. სავაჭრო ცენტრში არსებულ ვითარებას კი პოლიციასთან ერთად, მერიის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს. მისი თქმით, ვაჭრობა მხოლოდ ბაზრის გარე ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი.

ვფიქრობთ ახალციხის ბაზარი ორშაბათიდან გაიხსნება – სოლომონ პავლიაშვილი

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ბაზრის გახსნამდე, ადმინისტრაციამ უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, მოწესრიგდეს პარკინგის საკითხი და მოგვარდეს მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, რათა მათ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა ვეღარ შეძლონ.

„აქ იყო მოსაწესრიგებელი რამდენიმე პრინციპი, რომელსაც ითხოვდა სურსათის ეროვნული სააგენტო, დღეის მდგომარეობით აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ჩვენ მივეცით მითითებები, უნდა ჰქონდეს ერთი შემოსასვლელი და ერთი გასასველელი, მყიდველს და ასევე გამყიდველს უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, მოხდეს მათი დეზინფექცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა დაგვემართოს ისე, რომ ეკონომიკურმა აქტივობებმა და ასეთი ბაზრების გახსნამ, ხელი შეუშალოს იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც ხროციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ, ეს არის ოქროს შუალედის მოძებნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

მისი თქმით, ახალციხეში ბაზრის გახსნა აუცილებელია, რათა ფერმერებმა პროდუქტის გაყიდვა შეძლონ, ეს კი ფასებს დაარეგულირებს.

„ჯერ ერთი მოსახლეობას გაუადვილდება პროდუქციის შეძენა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფერმერები, ადგილობრივი გლეხები შეძლებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას, ეს ასევე შექმნის კონკურენტულ გარემოს იმისთვის, რომ ფასები დარეგულირდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ თითოეული ადამიანი, როგორც მყიდველი, ისე გამყიდველი იყოს ამ პროცესის მონაწილე და დაიცვას ყველა ის წესი რაც გათვალისწინებულია დაავადებთა კონტროლის სააგენტოს მიერ“.

მისი თქმით, ყველა ბაზარი არის მონიტორინგის ქვეშ, კონტროლდება თუ როგორ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა, „ეს ყველაფერი თუ არ იქნა გათვალისწინებული ბაზრები ისევ დაიხურება. მენეჯმენტი უნდა იყოს სრულიად ახლებური. ეს მინდა ბაზრის ადმინიტრაციის გასაგებად ვთქვა, ვინც ამ მენეჯენტს ვერ განახორციელებს, მისი ბაზარი დაიხურება".

სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით ასევე მნივნელოვანია, რომ გარე პერიმეტრზე არ იყოს საცობები.

„ამაში ჩართული უნდა იყოს როგორც კრიმინალური ასევე საპატრულო პოლიცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მერიის ზედამხედველობის სამსახური. უნდა მოვეხმაროთ ბაზრის მენეჯმენტს პირველ ეტაპზე მაინც, იმიტომ რომ მერე ამუშავებული ბაზარი გადავაბაროთ“.

რაც შეეხება მიუსაფარი ძაღლების პრობლემას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარება ქალაქის მერს, ზაზა მელიქიძეს დაავალა: „მერს ვუთხარი, რომ აუცილებელია რომ ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანონ“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაზარმა ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ შეძლო
რა რეკომენდაციები მისცა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციას მინისტრის მოადგილემ
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება
‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან
‘მოქალაქეები თერმოსკრინინგსა და პირბადეების გაკეთებაზე უარს აცხადებენ’ – ბაზრის თანამშრომლები