FM97.5 / LIVE

‘რუსეთიდან იმიტომ წამოვიდნენ, რომ ეჭვი შეეპარათ კორონავირუსზე’ - ეპიდემიოლოგი ახალციხელ ინფიცირებულებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ გაიტესტა ახალციხის საკარანტინო სივრცის 25 თანამშრომელი, რომლებსაც რუსეთიდან შემოსულ სამ ახალციხელ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ ამ სამ პირს კონტაქტი ჰქონდა ბევრ ადამიანთან, ტყუილია.

‘რუსეთიდან იმიტომ წამოვიდნენ, რომ ეჭვი შეეპარათ კორონავირუსზე’ - ეპიდემიოლოგი ახალციხელ ინფიცირებულებზე

ეპიდემიოლოგი ქეთინო ჯინჭვლაძე ამბობს, რომ ახალციხეში ტესტი ჩაუტარდა 25 ადამიანს, რომლებსაც შესაძლო კონტაქტი ჰქონდათ რუსეთიდან შემოსულ სამ ინფიცირებულთან. მისივე თქმით, ყველა მათგანი საკარანტინო სივრცის პერსონალია:

„25 ადამიანი, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტირება სასტუმროს თანამშრომლები არიან, მათ შორის დაცვის სამსახური. ძალიან დიდი პერსონალია. ამ ადამიანებს სხვა არავისთან არ ჰქონიათ შეხება“, - აცხადებს ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ სამ ადამიანს საქართველოში შემოსვლის შემდეგ სხვებთან კონტაქტი ჰქონდათ, არასწორია და ისინი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში, პატრულის თანხლებით გადაიყვანეს.

„ამ ოჯახის წევრებმა, როცა იგრძნეს, რომ იყვნენ ცუდად, იქ [რუსეთში] ჩაიტარეს ტესტირება და მიუღიათ უარყოფითი პასუხი. ქალმა შეხედა, რომ ყნოსვა და გემოვნება არ ჰქონდა, შეეპარა ეჭვი და წამოვიდა. თავისი ოჯახის სასტუმრო იყო [საკარანტინო ზონად] იცოდა, რომ კარგად ხდებოდა აქ ყველაფერი, ხარისხიანად და წამოვიდა, იფიქრა მივხედავ თავსო“, - ყვება ქეთინო ჯინჭველაძე.

მისივე ინფორმაციით, საზღვარზე ოჯახის ერთ–ერთი წევრი არ შემოუშვეს. კაცს სიცხეც აღენიშნებოდა.

„ოჯახი წამოსულია პირდაპირ გამიზნულად იმისთვის, რომ ამ საქმისთვის მიეხედათ. საზღვარზე მეუღლე არ გამოუშვეს, იმიტომ, რომ რაღაცა საბუთები არ ჰქონდა წესრიგში, ის ყველაზე ცუდად იყო. ამათ მხოლოდ ყნოსვა და გემოვნება ჰქონდათ შეცვლილი, მაგრამ ამ კაცს თურმე სიცხეც ჰქონია და დააბრუნეს უკან. საზღვარზე ამ ადამიანებმა აუხსნეს, არ გვინდა სხვა საკარანტინო სივრცე, ჩვენს ოჯახს აქვს საკარანტინო სივრცეო. პატრულის თანხლებით ესენი მოვიდნენ პირდაპირ საკარანტინო სივრცეში, გაიტესტნენ, მიიღეს პასუხი და გადაიყვანეს თბილისში. არ ვიცი ეს აჟიოტაჟი რამ გამოიწვია“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი.

ჯინჭველაძე უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ რუსეთიდან შემოსული ოჯახი რამე მასშტაბურ სუფრას ესწრებოდა: „მგონი ვიღაცა მაგათ ბიძაშვილს ჰყავდა სტუმრები და არ ვიცი საიდან მოიგონა ხალხმა ეს ამხელა აჟიოტაჟი“.

გამოაცილა თუ არა პატრულის ეკიპაჟმა ლარსის საბაჟოზე რუსეთიდან შემოსული ახალციხელები, ამ კითხვით „სამხრეთის კარიბჭემ“ შსს-ს მიმართა.

უწყებაში ამბობენ, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ინფორმაციას ვერ გასცემენ, რადგან კონფიდენციალურია, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ყველა პირი, რომელიც საზღვარს გადმოკვეთავს საკარანტინო სივრცემდე პატრულის ეკიპაჟის თანხლებით მიდის: „ზოგადად, როგორც ხდება ხოლმე, როგორც კი ადამიანი შემოდის საზღვარზე, იმას საკარანტინო სივრცემდე აცილებს პატრული. იქ ადგილზე მობილიზებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მანქანები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეს ყველა კომპლექსურად არის ჩართული ამ საქმეში და ყველა ერთად კოორდინირებულად მოქმედებენ ასეთ შემთხვევაში. თუ არის თავიანთ მანქანებში, დეზინფექცია უტარდებათ და მიყავთ კონკრეტულ ლოკაციამდე, თუ არა სპეციალურად აღჭურვილი მანქანით გადაყავთ“, - აცხადებენ შსს-ში.

დედა და ორი შვილი მოსკოვიდან 25 მაისს ჩამოვიდნენ. როგორც ერთ–ერთი მათგანი ამბობს, საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. სამ დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘აშკარაა ახალციხეში ირღვევა რეჟიმი, რომელიც ეპიდემიასთან დაკავშირებით მოქმედებს’–  ოპოზიცია
სამ ახალციხელს კორონავირუსი დაუდასტურდა
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული