FM97.5 / LIVE

სამ ახალციხელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2020
ახალციხეში, რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნებულ დედასა და მის ორ შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ისინი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამ ახალციხელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დედა და ორი შვილი მოსკოვიდან 25 მაისს ჩამოვიდნენ. როგორც ერთ–ერთი მათგანი ამბობს, საზღვრიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. სამ დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

20 წლის ახალგაზრდა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ კარანტინში ყოფნის დროს გემოსა და სუნის შეგრძნება დაკარგეს. ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი გუშინ, 28 მაისს აჩვენა, სამივე ინფიცირებული თბილისში იმავე დღეს გადაიყვანეს.

„4 დღის წინ ჩამოვედით, 25–ში. ეკიპაჟმა გამოგვაცილა საზღვრიდან და ჩამოვედით პირდაპირ საკარანტინო ზონაში. მესამე დღეს შევამჩნიე, რომ გემო დავკარგე, ტესტი გაგვიკეთეს და კორონავირუსი აღმოგვაჩნდა. ახლა სამივეს გემოს და სუნის შეგრძნება გვაქვს დაკარგული, სხვა სიმპტომები არ გვაქვს“, - გვითხრა ინფიცირებულმა ახალგაზრდამ.

იგი, ქალაქში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსის გამოვლენამდე საკარანტინო ზონა დატოვეს და ნათესავებთან ჰქონდათ კავშირი, კატეგორიულად უარყოფს.

„ახალციხეში არიან ახლობლები მაგრამ არანაირი კონტაქტი გვქონია. შორიდან კი ყველა ვნახე, მე ვიყავი მეექვსე სართულზე, ისინი პირველ სართულზე. არც გვქონდა ამის უფება, იქ კამერებია, დაცვის პოლიცია იცავს ტერიტორიას და რომ შეგამჩნიოს ვინმემ კარანტინიდან გამოსული დაგაჯარიმებენ. ჩვენ ყველა წესს ვიცავდით“, - ამბობს ახალგაზრდა.

ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ოთხი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.

საქართველოში კოვიდინფიცირების 746 დადასტურებული შემთხვევაა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა
ახალციხეში კორონავირუსი 60-წლამდე კაცს დაუდასტურდა
აბასთუმანში კარანტინში მყოფ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
‘რუსეთიდან იმიტომ წამოვიდნენ, რომ ეჭვი შეეპარათ კორონავირუსზე’ - ეპიდემიოლოგი ახალციხელ ინფიცირებულებზე
ბორჯომის 'ცხელების ცენტრში' პაციენტს კორონავირუსი  დაუდასტურდა