FM97.5 / LIVE

'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.06.2020
44 წლის კაცი, რომელსაც საკარანტინო სივრციდან დაბრუნების შემდეგ, კორონავიურსი დაუდასტუდა, აცხადებს, რომ გუდაურიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმამდე, ოთხ პირთან ერთად იმგზავრა.

'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული

„საკარანტინო ზონიდან წამოსვლისას მანქანაში ხუთნი ვიყავით სხვადასხვა სოფლებიდან, რადგან ვიცოდით რომ ჯანმრთელები ვიყავით, პირბადეები არ გვეკეთა“,– ამბობს 44 წლის კაცი და ამატებს, რომ ტრანსპორტში მასთან ერთად მყოფ პირებს არ იცნობდა და არც ის იცის, სად ცხოვრობენ: „პირველი მე ჩამოვედი, მანქანამ კი გზა განაგრძო“.

მანქანაში მყოფი პირების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ტიგრან ეგოიანსაც: „მე როგორც ვიცი მასთან ერთად სოფელში ერთი კაცი დაბრუნდა, იგი თვითიზოლაციაშია. ანალიზი ავუღეთ და გამოსაკვლევად თბილისში გავაგზავნეთ".

44 წლის კაცი ამბობს, რომ კარანტინის დროს კორონავირუსზე ტესტირება ორჯერ გაუკეთეს, 16 დღის შემდეგ კი სახლში, როგორც ჯანმრთელი ისე გამოუშვეს.

„რუსეთი–საქართველოს საზღვარი 15 მაისს გადმოვკვეთე და პირდაპირ გუდაურის საკარანტინო სივრცეში წამიყვანეს. კარანტინის დროს პირველი ტესტში საეჭვო რაღაც აღმოაჩინეს, მეორე ტესტიც გამიკეთეს და მითხრეს არაფერია, რაზეც ვფიქრობდით ის არ არისო და სახლში გამიშვეს. არ ვიცი რა მოხდა, სახლში ჩასვლიდან ორ დღეში დამირეკეს და წამიყვანეს, ძალიან გამიკვირდა, შევშფოთდი, ვუთხარი თავს კარგად ვგრძნობ არაფერი მჭირს–მეთქი, მაგრამ მაინც წამომიყვანეს, ახლა გორის ჰოსპიტალში ვარ“.

მისი თქმით, ჰოსპიტალში მედიკამენტებით მკურნალობენ: „ორი ვიტამინია და ერთი რაღაც წამალი. თავს კარგად ვგრძნობ, სიცხე არ მაქვს“.

ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ჩატარებული კვლევებით კორონავირუსი დადასტურდა.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელი ტიგრან ეგოიანი და სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი, ეგორ თოროიანი აცხადებენ, რომ გუდაურის საკარანტინო სივრცეში ექიმებს პაციენტების ანალიზის პასუხები აერიათ, რის გამოც ინფიცირებული ა.ა სახლში შეცდომით გამოუშვეს.

ჰოსპიტალში გადაყვანამდე ინფიცირებული კაცი სოფელში ორი ადგილობრივის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მანამდე მერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფიცირებულს 100–მდე ადგილობრივთან ჰქონდა კონტაქტი, რის გამოც სოფლის ჩაკეტვა იგეგმებოდა.

იმავე დღეს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სოფლის ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან ინფიცირებულის ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან, მასთან კონტაქტში 10–მდე პირი კი თვითიზოლაციაში.

მომხდართან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი