FM97.5 / LIVE

300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.09.2015
ახალციხის საბავშვო ბაღებში მშობლებს შვილების რეგისტრაციის ადგილის შესახებ ცნობა მოსთხოვეს, ის ბავშვები, ვინც ქალაქში არ არიან ჩაწერილი, ან დროებით არ ჩაეწერებიან, ახალციხის საბავშვო ბაღებში სიარულს ვერ შეძლებენ.

300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ

ცნობა საჯარო რეესტრიდან იმის შესახებ, რომ ბავშვი ნამდვილად ქალაქ ახალციხეშია ჩაწერილი, ქალაქის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელს მოეთხოვება. ამის შესახებ მათ ინფორმაცია მშობელთა კრებაზე მიიღეს.

ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ორად გაყოფამ გამოიწვია.

„ქალაქი და თემი გაიყო, ჩვენ გვაფინანსებს მერია. ბავშვები უნდა იყვნენ ახალციხეში ჩაწერილი, რომ სუბსიდია გაიცეს და არ იყოს არამიზნობრივი ხარჯი“, – ამბობს ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.

იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ჩაწერილია სოფელში, მაგრამ ქალაქის ბაღში სურს სიარული, მშობელმა დაწესებულებაში დროებითი რეგისტრაციის მოწმობა უნდა წარადგინოს.

„ყველას ჰყავს ახლობელი და დროებით ჩაწერას ვითხოვთ, არასრულწლოვანთა რეგისტრაციის ბარათი, ასე ქვია“, – ამბობს ნანა ბერიძე.

ქალაქ ახალციხის მერიას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისთვის მიმდინარე წელს 1 მილიონ 200 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ახალციხის საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე 1 200–მდე აღსაზრდელია. აქედან იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ახალციხეში არ არიან ჩაწერილი, დაახლოებით 200–დან 300–მდეა.

საბავშვო ბაღებში აგვისტოში არდადეგები იყო. სასწავლო პროცესი 7 სექტემბერს განახლდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ახალ სასწავლო წელს მხოლოდ ერთი ახალი ჯგუფი გაიხსნება.

„ბავშვების რაოდენობას შევხედავთ, რამდენი დარჩება ბაღის მიღმა და შემდეგ გავითვალისწინებთ. განცხადებები ბევრია შემოსული, მაგრამ ზოგი მშობელი იჭერს თადარიგს და რამდენიმე ბაღში წერს განცხადებას. 7 სექტემბრის მერე გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა. შესაძლოა ვინმე დარჩეს გარეთ“, – ამბობს ნანა ბერიძე.

ქალაქის სამ ბაღში ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურა იქნება. კერძოდ ერთ საბავშვო ბაღში ჯგუფის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ორ ბაღში კი სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით სველი წერტილები გადაიტიხრება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში საზაფხულო არდადაგები ერთ თვეს გასტანს
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის საბავშო ბაღებში არდადეგები იწყება