FM97.5 / LIVE

‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 03.06.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.

‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

გამყრელიძე გამორიცხავს ექიმების მხრიდან ანალიზების არევის ფაქტს და ამბობს, რომ 44 წლის კაცს ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და „რატომღაც“ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან: „კვლევა მიმდინარეობს, ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ორჯერ გაიტესტა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი და ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა. სისხლის გამოკვლევა მოხდება. ის ახლა გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

იგი ვარაუდობს, რომ ყაურმაში მცხოვრები კაცი უკვე გამოჯანმრთელებულია:

„არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ იქ ინფექცია არ გვაქვს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

საქმე ეხება 44 წლის ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელიც რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, 18 დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. მერის წარმომადგენლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ექიმებმა კი ეს მისი სახლში გაშვებიდან, ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი აცხადებს, რომ 44 წლის კაცს ოჯახის წევრების გარდა, 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი