FM97.5 / LIVE

გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ახალქალაქში არასწორი სია შეადგინეს

მთავარიეკონომიკა 18.11.2013
იმ ოჯახების ნაცვლად, ვინც გამოზამთრებას შეშით აპირებს, გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ახალქალაქში იმ ოჯახების მონაცემები შეაგროვეს, ვინც გაზიფიცირებული არაა. ყველა ის ადამიანი, ვინც გაზიფიცირებულია, თუმცა, ზამთარს შეშის ღუმელით თბება, სიის გარეთ დარჩა.

გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ახალქალაქში არასწორი სია შეადგინეს
იმ ოჯახების მონაცემები, რომლებიც ზამთარში შეშის ღუმელებით თბებიან, ახალქალაქში სპონტანურად და არასწორად შეაგროვეს. ნაცვლად იმ მცხოვრებლებისა, რომლებიც გამოზამთრებას შეშის ღუმელებით აპირებენ, თავდაპირველად ახალქალაქში არაგაზიფიცირებული საცხოვრებელი სახლების სია შეადგინეს. მაგალითდ, სოფლებში ხალხს უთხრეს, რომ ვინც გაზიფიცირებული არ არის, მათ ბუნებრივ აირს უფასოდ შეუყვანდნენ და მონაცემებიც ამიტომ გროვდებოდა. ცხადია, ამ სიახლემ ადგილობრივები ძალიან გაახარა.

„მითხრეს, რომ სოფელში შემედგინა ხალხის სია, ვისაც გაზი არ აქვს. ჩემი ინფორმაციის საფუძველზე, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფონდიდან გამოყო ფული, რომ გაზი ყველას ჰქონდეს“, - ამბობს არმენ აივაზიანი, რომელსაც იმედი აქვს, რომ გაზიფიცირებაში ფულს აღარ გადაიხდის.

ქალაქ ახალქალაქში კი რწმუნებულები, რომლებიც მონაცემებს აგროვებდნენ, ადგილობროვებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ინფორმაცია გაზიფიკაციის ვაუჩერების დასარიგებლად გროვდება. ისინი ამბობდნენ, რომ ვაუჩერის მფლობელები გაზს შეღავათიანი ფასით შეიყვანდნენ სახლში, სახელდებოდა თანხაც - 15 ლარი ერთ მეტრზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 4 ნოემბერს მუნიციპალიტეტის არაგაზიფიცირებულ სახლებზე ინფორმაციის შეგროვების შესახებ კონკრეტული ვერაფერი გვითხრეს. მათი თქმით, ჯერჯერობით არ იციან მონაცემები რატომ შეაგროვეს. სამუშაოს შესასრულებლად ორი დღე ჰქონდათ და სიები შეიძლება ზუსტი არ იყოს, რადგან ორ დღეში მხოლოდ იმ ოჯახების მონაცემების შეგროვება მოასწრეს, ვინც სახლში დახვდათ.

7 ნოემბრის მონაცემებით, თავდაპირველი სამინისტროში 3,396 კაციანი სია გაიგზავნა. აქ შედის მუნიციპალიტეტის არაგაზიფიცირებული სოფლების მცხოვრები 2,253 ოჯახი, 645 ოჯახი ქალაქიდან და 498 ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან.

7 ნოემბრის შემდეგ სიაში შეყვანის მოთხოვნით გამგეობას 29 ადამიანმა მიმართა. რადგან სია უკვე გაგზავნილი იყო, 29-კაციანი სია გარემოს დაცვის სამინისტროში დამატებით უნდა გაეგზავნათ. თუმცა მიიღებენ თუ არა დამატებით სიას, ან შეძლებენ თუ არა უკვე გაგზავნილის შესწორებას, გამგეობაში ჯერ არ იციან.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში იკვლევენ ვინ თბება შეშის ღუმელით
ქვეყანაში საწვავი შეშის მომხმარებელი ოჯახების არღიცხვა მიმდინარეობს
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული
წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში
ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
რატომ აგროვებენ სასწრაფოდ ოჯახის უფროსების პირად მონაცემებს?