FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.01.2019
სამცხე–ჯავახეთში 152 სოფელში შეშის ღუმელებით თბებიან. რამდენი დასახლება გაზიფიცირდება წელს, რეგიონში მომუშავე გაზის კომპანიებმა ჯერ ამის შესახებ არ იციან.

სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული

ადიგენის 57 დასახლებული პუნქტიდან გაზი შეყვანილი მხოლოდ სამშია, ახალციხეში 45 სოფლიდან გაზიფიცირებული 14–ია, ასპინძაში 25 დასახლებიდან ბუნებრივი აირი ოთხშია, ბორჯომში 34 სოფლიდან გაზიფიცირებული 18–ია, ახალქლაქის 64 სოფლიდან გაზი შეყვანილი 42–შია, ნინოწმინდაში კი 31 სოფლიდან 22 უკვე გაზიფიცირებულია.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით გაზიფიცირების პროცესი მხოლოდ ადიგენის სამ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. მათ შორის ერთ–ერთი კურორტი აბასთუმანია.

რომელი სოფლის გაზიფიცირება როდისთვისაა დაგეგმილი თვითმმართველობებში ზუსტად ამის შესახებ არ იციან.

„ამ ეტაპზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია ინფორმაცია რა ვადებში დაიწყება დარჩენილ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები“,– ნათქვამია ასპინძის მერიიდან მიღებულ წერილში.

ბორჯომის მერიიდან კი მოგვწერეს, რომ დარჩენილი 16 სოფლიდან 13–ის გაზიფიცირება მიმდინარე წელს იგეგმება, სამში კი არავინ ცხოვრობს და იქ გაზი როდის შევა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

სამცხე–ჯავახეთში გაზის სამი კომპანია მუშაობს: „ინტერგაზი“, „ეს ჯი გაზი“ და „სოკარი“. „ინტერგაზსა“ და „სოკარში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რომელი სოფლების გაზიფიცირებას დაიწყებენ ჯერ არ იციან.

„სოფლების გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით სათაო ოფისიდან ჯერ დავალება არ მიგვიღია“, – გვითხრეს „ეს ჯი გაზში“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს
ადიგენში გაზიფიცირება გაგრძელდება
‘211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება’ - მთავრობამ 2022-2024 წლების გეგმა დაამტკიცა
ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ
წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში