FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტი’ დაამტკიცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.04.2020
ბორჯომის მერია, მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ თანხას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოიყენებს.

ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტი’ დაამტკიცა

დღეს, 23 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გეგმიური სხდომა გამართა, სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს. ერთ–ერთი საკითხი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „საგანგებო ბიუჯეტის“ შექმნა იყო.

აღნიშნულ ბიუჯეტში ის თანხა შეიტანეს, რომელიც მიმდინარე წელს კულტურული ღონისძიებებისთვის იყო გამოყოფილი, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ ჩაატარეს.

„ამ ბიუჯეტში თანხა გადმოვიტანეთ კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული მუხლიდან. მთლიანობაში ეს თანხა 152 000 ლარს შეადგენს“,– გვითხრა ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ არბოლიშვილმა.

არბოლიშვილი ამბობს თანხა პანდემიის დროს გათვილ საჭიროებებს მოხმარდება, თუმცა არ უთქვამს კონკრეტულად რაში დაიხარჯება.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში სიტუაცია მალე დასტაბილურდება, კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი თანხის, უკან დაბრუნება პრობლემას არ წამოადგენს.

დღეს ასევე, დამტკიცდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა. გეგმის განხილვა, მომავალ საკრებულო სხდომაზე განახლდება. რადგან საკრებულოს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ 25 000 ლარით 'საგანგებო ბიუჯეტი' დაამტკიცა
ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა
‘შევცდი - საგანგებო ბიუჯეტის ნახევარი გახარჯულია’- საკრებულოს თავმჯდომარე
COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბორჯომში 16 მარტს დანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება