FM97.5 / LIVE

სვირის სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.03.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი გზაზე გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ორმა ადამიანმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სვირის სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

შემთხვევა დღეს, 6 მარტს დაახლოებით 10:30 საათზე, სოფელ ტატანისში მოხდა. როგორც სვირის თემის ყოფილი რწმუნებული ბორის შუბითიძე გვიხსნის, ავტობუსში ექვსი ადამიანი იჯდა.

„სასწრაფო მოვიდა, მაგრამ არავინ იყო დაშავებული და დახმარება არც არავის დასჭირვებია. თუმცა, მოგვიანებით ერთ–ერთმა სვირში მცხოვრებმა თავი ცუდად იგრძნო და ექიმთან თავად მივიდა. გაესინჯა, კარგადაა და უკვე უკან დაბრუნდა“, – ამბობს შუბითიძე.

მომხდარის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ასევე, სოფელ ბოგაში მცხოვრებმა შუახნის ქალმაც. იგი საავადმყოფოში თანასოფლელებმა მიიყვანეს. მათი თქმით, მას მხოლოდ მსუბუქი ხარისხის დაჟეჟილობები აღმოაჩნდა.

ავარიის მიზეზი სამგზავრო ავტობუსის გაუმართაობა იყო.

„რისორი“ გაუტყდა წინა საბურავთან და ავტობუსი ამიტომ გადაბრუნდა“, – ამბობს შუბითიძე.

შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძეც მივიდა.

„გადაბრუნებული ავტობუსი მაშველებმა ამოიყვანეს და ადგილზე დატოვეს“, – აცხადებს შუბითიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარასთან მომხადარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
სომხეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა
ვალის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს, სამგზავრო ავტობუსი დაიწვა [ვიდეო]
სვირის 'რწმუნებული' 60 წლის ქალის მდგომარეობაზე: საგანგაშო საქმე არ ყოფილა
სოფელ მინაძეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში სამგზავრო მიკროავტობუსს მსუბუქი მანქანა შეეჯახა
გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა