FM97.5 / LIVE

ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.05.2020
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი შეყვანისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. აქ სულ 43 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 ახალი შემთხვევაა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ბოლო 24 საათში კლინიკას ექვსი ახალი შემთხვევა დაემატა, რომლბიც ბოლნისის კლასტერიდან და საკარანტინო სივრცეებიდან არიან.

„კლინიკაში სულ 43 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ორი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. ბოლო 24 საათში მივიღეთ ექვსი ახალი პაციენტი ბოლნისის კლასტერიდან და კარანტინის სივრციდან. ახალი პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გრდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ პალატაში“, – ამბობს სოლოღაშილი.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებას ოთხი პაციენტი ელოდება. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს, აქედან 10 მოზარდია.

18 მაისის 10:45 საათის მონამცემებით stopcov.ge- ზე ასე გამოიყურება:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 701
* მათ შორის გამოჯანმრთელებული - 432
* მათ შორის გარდაცვლილი – 12
• კარანტინის რეჟიმში - 3 890
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357
* უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვია
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 12 არასრულწლოვანი მკურნალობს
‘ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა’ – ბოჭორიშვილის კლინიკა
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი შეიყვანეს
ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი ინფიცირებული ბავშვი შეიყვანეს
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია