FM97.5 / LIVE

'ერთად გადავრჩებით' -17 მაისს ლგბტ თემი ონლაინ დემონსტრაციას გამართავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2020
ქვეყანაში კორონავორუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ლგბტ თემი მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ონლაინ დემონსტრაციას გამართავს.

'ერთად გადავრჩებით' -17 მაისს ლგბტ თემი ონლაინ დემონსტრაციას გამართავს

„მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო.

საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, ჩვენ გიწვევთ ონლაინ დემონსტრაციაზე 17 მაისს, 18:00 საათზე“,-ნათქვამია Tbilisi Pride-ის გვერდზე არსებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, შეხვედრას ლგბტ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდადგენლები დაესწრებიან და თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 2003 წელს აღნიშნეს, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. 2006 წლიდან ის საერთაშორისო დღედ იქცა.

2014 წელს 17 მაისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნა. მათ შორის იყო ის 37 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული არაა. ამ დღეს გაიმართა 1 600 ღონისძიება, რომელშიც 1 280 ორგანიზაცია იყო ჩართული.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა, მსვლელობას სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა ხელი შეუშალა. მას შემდეგ ლგბტ აქტივისტები ხშირ შემთხვევაში 17 მაისის აღნიშვნას ვერ ახერხებენ, მიზეზად სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობის საფრთხეს ასახელებენ.

2014 წელს 2 მაისს, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ამავე წლის 17 მაისიდან ყოველ წელს თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრები მრევლთან ერთად „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ და მსვლელობას აწყობენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
ავანგარდი: 'ფრაიდის' წინააღმდეგ - ლგბტ თემის მხარდასაჭერად [აუდიო]
EMC:  ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში