FM97.5 / LIVE

EMC: ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2016
ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში. ორგანიზაციამ ანგარიში დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოაქვეყნა.

EMC:  ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში
ლგბტ უფლებათა აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს.
ფოტო:ნეტგაზეთი


"ლგბტ თემი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში. 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თემმა კვლავ ვერ მოახერხა შეკრების თავისუფლებით სარგებლობა სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არ არსებობის გამო. ამასთან, პოლიციამ თვითნებურად და ღირსებისშემლახავი ფორმებით დააკავა ლგბტ აქტივისტები, რომლებმაც საკუთარი კრიტიკის გამოხატვა პარტიზანული ფორმით საპატრიარქოს შენობასთან სტენსილების გაკეთებით სცადეს. პოლიციის განყოფილებაში დაფიქსირდა დაკავებული აქტივისტების მიმართ მკვეთრი ჰომოფობიური ენის გამოყენების შემთხვევები", – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე ეხმაურება ტრანსგენდერი პირის სასტიკი მკვლელობის ფაქტს.

"მიმდინარე წელს დაფიქსირდა კიდევ ერთი ტრანსგენდერი პირის სასტიკი მკვლელობის ფაქტი. ამასთან დაფიქსირდა, ტრანსგენდერი პირების ცემისა და ძალადობის არა ერთი შემთხვევა საჯარო სივრცეში. ჰომო/ბი/ტრანფობიური ძალადობის ზრდის ტენდენცია განხმაურებულ საქმეების არაეფექტიანი გამოძიებით, პოლიციის არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სამართალდამცავი სისტემების ინსტიტუციური გაუმართაობითა და ნაკლები სენსიტიურობით, ასევე მზარდი ჰომო/ბი/ტრანსფობიური საჯარო რიტორიკით უნდა აიხსნას", – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მდინარე წელს ასევე შეიმჩნევოდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების მობილიზებისა და რადიკალიზების ტენდენცია, რომლებიც ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩევიან და დისკრიმინირებული ჯგუფების წარმომადგენლებს საჯარო სივრცეებში ღიად ესხმიან თავს.

"თანასწორობის მიმართლებით სახელმწიფოს არაეფექტიანი და არასეკულარული პოლიტიკა მსგავსი ჯგუფების გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად უნდა დასახელდეს", – ვკითხულობთ დოკუმენტში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს
ომბუდსმენი: 'სამწუხაროა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა'
'ერთად გადავრჩებით' -17 მაისს ლგბტ თემი ონლაინ დემონსტრაციას გამართავს
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
სახალხო დამცველის მოწოდება ხელისუფლებას 17 მაისთან დაკავშირებით
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა