FM97.5 / LIVE

ახალციხეში ოთხსულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.05.2020
მესხეთის N29-ში მდებარე სახლი მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. დაზიანებული სახურავის გამო შენობაში წყალი ჩადის, ჩამტვრეულია იატაკიც. ავარიული კედლებიდან პერიოდულად ქვები ცვივა. ბაღდასაროვები ამბობენ, რომ სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს და ოჯახის წევრები მოიყოლოს.

ახალციხეში ოთხსულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

„ნახეთ რა დღეში ვართ. მარტო პენსიას ვიღებთ მე და ჩემი მეუღლე, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჭერიდან თავზე გვაცვივა ყველფერი, იატაკი დალპა და ჩავარდა. წვიმა რომ მოდის საშინელი მდგომარეობაა, ყველგან წყალი ჩამოდის, თასები გვიდგას“, – ამბობს 72 წლის სერგო ბაღდასაროვი.

ამბობს, რომ მისი და მეუღლის პენსია წამლების და საკვების საყიდლად არ ჰყოფნით, ამიტომ იძულებულია დახმარება ითხოვოს: „არ ვიცი როგორ მოვიქცეთ, კრედიტი რომ ავიღო ვერ გადავიხდი. ავადმყოფი ვარ, ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული ხერხემალზე, წამლებში და ექთნის მომსახურებაში მიმდის მთელი ფული. ამ პრობლემების მოგვარებას წელია ვითხოვ, გია კოპაძესაც [ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში] კი ვაწუხებდი“.

ბაღდასაროვების ოჯახი უსახსრობის გამო ახალციხის "სათნოების სახლში" იკვებება: „ახლაც მივმართე, მაგრამ მითხრეს პანდემიის პირობებში ვერაფერს გააკეთებთო“.

ბოლო წერილი ბაღდასაროვებმა მერიიდან 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღეს, სადაც წერია, რომ 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, კერძო მფლობელობაში არსებული ობიექტების შესაკეთებლად, საშენი მასალების გამოყოფას არ ითვალისწინებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერიაში განუცხადეს, რომ ბაღდასაროვების ბინაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან და ამის შემდეგ გადაწყდება რით დაეხმარებიან ავარიულ სახლში მცხოვრებ ოჯახს.

„შესწავლის შემდეგ შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ დახმარება. გასულ წელს ახალციხის მერიისა და წყალმომარაგების კომპანიის ერთობლივი თანამშრომლობით აღნიშნულ ოჯახს წყლისა და საკანალიზაციო სისტემების პრობლემა სრულად მოუგვარდა. 2018 წელს კი 63 ცალი გოფრირებული თუნუქის ფურცელი გადავეცით“, - გვითხრეს მერიაში.

ახალციხეში ოთხსულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

ახალციხეში ოთხსულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“  - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას
მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან
სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა