FM97.5 / LIVE

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2019
ახალციხის მერია და წყალმომარაგების კომპანია, მეცხრამეტე საუკუნის სახლში მცხოვრებ ბაღდასაროვებს, ახალ საკანალიზაციო სისტემას გაუკეთებენ. ბაღდასაროვების სახლს წლებია, საკანალიზაციო სისტემა არ აქვს, რის გამოც ფეკალური მასები ეზოში იღვრება. მძიმე სუნის და ანტისანიტარიის გამო, მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, ისინი ბაღდასაროვების სახლამდე მიიყვანენ ახალ მილს, შენობის ეზოში სამუშაოებს კი მერია უზრუნველყოფს.

„შენობის გარეთ მილს მოვაწესრიგებთ, ადგილზე შევისწავლით და რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ, მუშაობას რამდენიმე დღეში დავიწყებთ“, – აცხადებს სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად დაიწყებენ.

„მესხეთის ქუჩაზე მდგომარეობა შევისწავლეთ და წყალკანალთან ერთობლივად გავაკეთებთ, სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს ჯერ ვერ გეტყვით“, - განმარტავენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბაღდასაროვების ოჯახი მესხეთის ქუჩაზე, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებულ სახლში ცხოვრობს. მიშა ბაღდასაროვის თქმით, საკანალიზაციო მილი წლების წინ დაზიანდა, მისი გაკეთება კი ოჯახმა საკუთარი სახსრებით ვერ შეძლო.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩაზე კანალიზაციის მოუწესრიგებლობის გამო ანტისანიტარიის პრობლემა ისევ დგას
„აქ ცხოვრება აუტანელი გახდა“  - მოუწესრიგებელი კანალიზაცია მეზობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა
კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ
ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა კეთდება