FM97.5 / LIVE

‘პაციენტის თვალებში დანახული იმედი, ცხოვრების ხალისს გმატებს’ – მედდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.05.2020
53 წლის დოდო გაჩეჩილაძე 25 წელია ექთნად მუშაობს, ამბობს, რომ არა პროფესიის სიყვარული, ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ვერ გაუძლებდა. ექთნის საერთაშორისო დღეს სახლში ხვდება, ხვალიდან კი მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

‘პაციენტის თვალებში დანახული იმედი, ცხოვრების ხალისს  გმატებს’ – მედდა

პირველად საავადმყოფოში მუშაობა, როგორც ბუღალტერმა ისე დაიწყო, მალევე მიხვდა, რომ მედდის საქმიანობა უფრო მოსწონდა და ბორჯომის სამედიცინო ტექნიკუმში ჩააბარა. 25 წელია მედდაა და არასდროს უნანია, რომ პროფესია შეიცვალა.

წლების განმავლობაში ახალციხის ცენტრალური საავადმყოფოს, რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობდა, ახლა კი კლინიკა „იმედში“ მთავარი ექთანია.

„ერთხელ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი გვყავდა, ხშირად აკითხავდა შვილი და დედის ამბებს ჩემგან იგებდა. წლების შემდეგ მოვიდა ის გოგო და მითხრა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მეც მინდა გავხდე მედდა და თქვენს გვერდით ვიმუშავოო, ახლა ის ჩემს გვერდით არის და მედდად მუშაობს“, – ამბობს დოდო გაჩეჩილაძე.

წუხს, რომ მისი პროფესია ისე არაა დაფასებული, როგორც საჭიროა.

„დღე და ღამე ჩვენთვის არაა. შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარი ჩემი ცხოვრება კლინიკაში მაქვს გატარებული. ჩვენი პროფესია საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ არის დაფასებული, გვახარებს ის, რომ ვიმარჯვებთ სირთულეებზე. ვინც ახლა ირჩევთ ამ გზას მოგიწოდებთ, რომ გახდეთ მედდა, დამიჯერეთ, თქვენ პაციენტების თვალებში ძალიან ბევრ სიხარულს და იმედს დაინახავთ და ეს კი ცხოვრების ხალისს და ენერგიას შეგმატებთ“, – ამბობს დოდო გაჩეჩილაძე.

ქვეყანაში კორონავირუსის გამო, ახალციხის კლინიკა „იმედი“ „ცხელების ცენტრად“ გადაკეთდა, კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები სწორედ აქ შეჰყავთ. დოდო ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი პასუხების მოსვლას განსაკუთრებული ემოციით ელოდება.

„ეს ვირუსი თავიდან იყო შოკი, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა შოკში ჩავარდნის დრო, მალევე დავდექით ერთმანეთის გვერდით. მივიღეთ ძალიან ბევრი პაციენტი და მათი ანალიზების პასუხის მოლოდინში საკმაოდ ბევრი ნერვიულობა გადავიტანეთ. დიდია განცდა, ვერ დავმალავ გეშინია, გეშინია არა იმიტომ, რომ ეს ვირუსი შეგხვდება არამედ, იმიტომ რომ მერე ვეღარ შეძლებ პაციენტების მომსახურებას“, – ამბობს დოდო.

მთავარ ექთანს იმედი აქვს, რომ მსოფლიო კორონავირუსს მალე დაამარცხებს და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ ცხოვრებას.

„ჩვენი მუშაობის პრაქტიკაში გადატანილი გვაქვს ღორის გრიპი, ქათმის გრიპი და მსაგავი ვირუსები. ისინიც პირველად, რომ დაფიქსირდა მაშინაც ასე ვიყავით, უცხო იყო და ვნერვიულობდით. ამასაც გადავიტანთ და გავუძლებთ. რთულია მაგრამ მადლობა, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობამ ყველაფერი სწორად გააკეთა და ვირუსის გავრცელება არ გვაქვს“, – თქვა გაჩეჩილაძემ.

12 მაისს ექთნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მე–19 საუკუნის დასაწყისში, ინგლისში მცხოვრებმა მოწყალების დამ, ფლორენს ნაიტინგეილმა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა დაარსა. მის სახელს უკავშირდება ექთნის პროფესიის აღიარება მთელს მსოფლიოში. 12 მაისი ფლორენს ნაიტინგელის დაბადების დღეა, ამიტომაც მის პატივსაცემად, ამ დღეს ექთნის საერთაშორისო დღედ 1974 წლიდან აღნიშნავენ.

‘პაციენტის თვალებში დანახული იმედი, ცხოვრების ხალისს  გმატებს’ – მედდა

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრიდან’ გაგზავნილი ანალიზების პასუხები ცნობილია
COVID-19: ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ახალციხეში 'იმედის' კლინიკა 'ცხელების ცენტრად' გადაკეთდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ახალციხეში COVID-19-ზე ლუგარის ლაბორატორიიდან 35 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ახალციხის 'ცხელების ცენტრში' ცხრა ანალიზის პასუხს ელოდებიან
‘ადგილი არ გვაქვს’ - ახალციხის სამედიცინო დაწესებულებები ცხელებიან პაციენტებს ვეღარ იღებენ