FM97.5 / LIVE

ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

მთავარისაზოგადოება 13.11.2013
15 ნოემბერს, ტოლერანტობის დღესა და მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავთან დაკავშირებით, ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით ახალციხეში ფილმის ჩვენება, გამოფენა და დისკუსია გაიმართება.

ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 15 ნოემბერს 14:00 საათზეა დაგეგმილი. მას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე იქნებიან მაჰმადიანი მესხები.

„69 წლის წინ, 1944 წლის 15-16 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტაცია მოხდა. ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტი“ და როგორც ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაცია ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას, რას ნიშნავს ტოლერანტობა და რას ნიშნავს დეპორტაცია. კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას დეპორტაციის პროცესი, რატომ იყო საშინელი 15-16 ნოემბრის ცივი დღეები დაახლოებით 100 ათასი კაცისთვის“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტის თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის "დეპორტირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, თვითრეპატრიაციის პრევენცია“, ფარგლებში გადაღებული ფილმი „სამშობლო, რომელიც შორია“. ასევე, მაჰმადიანი მესხების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენაც მოეწყობა. ფილმის ჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართება.

„შეხევდრის ერთ-ერთი მიზანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დავაინტერესოთ ამ თემით, რომ ჩვენთან უკვე არიან რეპატრირებულები, ცხოვრებენ აქ და რამენაირად შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტოლერანტობისა და მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავს აღნიშნავენ
ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
”სამშობლო, რომელიც შორია”
‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
„დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
ახალციხეში ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება