FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში აუდიტი შევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.05.2020
აუდიტის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში აუდიტორული პროცედურა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დაიწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში აუდიტი  შევა

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტეს, წლიურ გეგმაში ეს პროცესი ჩანიშნულია, თუმცა პანდემიის გამო, აუდიტორებს ობიექტებზე სიარული არ შეუძლიათ, ამიტომ პროცესი დაიწყება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

„ეს გეგმური აუდიტია, წლის ბოლოს დამტკიცებულ გეგმაშიც გვიდევს, შესაძლოა რაიმე დოკუმენტი გამოითხოვეს, მაგრამ რაკი პანდემიაა, ამის გამო შეფერხებულები ვართ. ჯერ ოფიციალურად არ არის დაწყებული აუდიტორული პროცედურა. როცა საგანგებო ვითარება დასრულდება, ჩვეულებრივი ოფიციალური პროცედურები დაიწყება“, - განმარტავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ტატა გამყრელიძე.

კონკრეტულად რომელ თვეშია ჩანიშნული პროცედურა და შეაფერხა თუ არა მისი დაწყება პანდემიამ, გამყრელიძე გვპასუხობს, რომ ეს მხოლოდ იმ დეპარტამენტისთვის არის ცნობილი, რომელიც აუდიტის ობიექტზე შედის: "წლის გეგმა თვეების მიხედვით იმ დეპარტამენტებს აქვთ გაწერილი, რომლებიც უშუალოდ აუდიტის ობიექტებზე შედიან, თუმცა წლის გეგმაში, რომელიც ვებგვერდზე ქვეყნდება, ობიექტების შემოწმების გეგმა თვეების მიხედვით ჩაშლილი არ არის. ამის ვალდებულება არ გვაქვს".

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო აუდიტი გეგმის მიხედვით, ორ-სამ წელიწადში ერთხელ შედის: „სამწუხაროდ, დეპარტამენტს არ გააჩნია იმდენი ადამიანური რესურსი, რომ ყველა ობიექტის შემოწმება ყოველწლიურად შეძლოს, ამდენად საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ უწევთ თითო ობიექტზე აუდიტის ჩატარება“.

ახალციხის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ უკვე წლებია მუნიციპალიტეტის ტენდერებთან დაკავშირებით უწყებაში აუდიტის შესვლას ითხოვს. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში გოგოლაძე განმარტავს, რომ საეჭვო ტენდერების საკითხი არაერთ სხდომაზე დააყენა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
სუს–ი ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „ნუკიასა” და ნანა მაისურაძის მიერ მოგებული თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს.

გარდა აღნიშნულისა, ახალციხის მერის კომპანიების მიერ 2015-2019 წლებში მოგებული ტენდერების შესახებ უწყებაში გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში აუდიტი შევიდა
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
ნინოწმინდის მერიაში აუდიტი შევიდა
‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე
დეპუტატი თამარ გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის შესვლას ითხოვს
ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს
სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო