FM97.5 / LIVE

ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.07.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა. კვლევის მიხედვით, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ.

ახალციხის მერთან დაკავშირებულ ტენდერების საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს

რა ეტაპზეა კვლევის პროცესი, „სამხრეთის კარიბჭეს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში არ პასუხობენ, თუმცა ამბობენ, რომ შესწავლის შედეგები საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება.

სუს–ის ანტიკორუფციულ სააგენტოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, რეაგირებისთვის, კვლევის გამოქვეყნებიდან ორ დღეში „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ მიმართა. ორგანიზაციამ მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროსაც, დაიწყოს მოკვლევა ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით.

სამცხე–ჯავახეთში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან წერილობითი პასუხი უკვე მიიღო, სადაც განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის გეგმა უკვე დამტკიცებული აქვთ და არაგეგმიურად საკითხის შესწავლას ვერ დაიწყებენ. აუდიტის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ახალციხის მერის საქმეს აუცილებლად შეისწავლიან, თუმცა როდის, არ აკონკრეტებენ.

მოგებულ ტენდერებზე და მათ შესაძლო ლობირებაზე, „სამხრეთის კარიბჭე“ მეორე კვირაა ზაზა მელიქიძისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, თუმცა – უშედეგოდ. მელიქიძე ხან ობიექტებზეა გასული, ხან შეხვედრები აქვს. დღეს კი მერიაში განგვიმარტეს, რომ მთელი დღის განამავლობაში თანამშრომლებთან თათბირები ჰქონდა და კვლავ ვერ მოიცლიდა. ვერ დავუკავშირდით მის ცოლის ძმასაც, რომლის სახელზეც მერის კომპანიებია გაფორმებული და ახალციხეში ტენდერებს იგებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, შესაძლოა თუ არა, რომ ზაზა მელიქიძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ ეს არ მოხდება.

„ეს არის ერთი ორგანიზაციის კვლევა. ჩვენ არაფრის მტკიცებულებები არ გვაქვს და, შესაბამისად, არც მიზეზი არსებობს, რომ ეს საკითხი დავაყენოთ. შესაბამისი სამსახურები თუ დაადგენენ მერის დანაშაულს, იმ შემთხვევაში, საკრებულო ყველა წესის დაცვით იმოქმდებს“, – გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

„საკრებულოს საერთოდ ვინმე რამეს ეკითხება? მაგათთვის ზემდგომი თვითონ მერიაა. მაგათ რომ ეუბნებიან ახტითო, იმას კითხულობენ, რა სიმაღლეზე ავხტეთო. იქ სამი–ოთხი კაცია ოპოზიციური, რომელიც იჩხუბებს, ვერაფერს გახდება და გაჩუმდება. რა იმპიჩმენტის დაყენების თავი აქვთ. ზაზა მელიქიძე რომ თავისი კომპანიებით ფულს აკეთებს, ახალი არ არის“, – ასე აფასებს საკრებულოს მხრიდან მელიქიძის მიმართ შესაძლო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე.

„საეთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კვლევას აფასებს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე. მისი თქმით, ზაზა მელიქიძის კომპანიების მსგავსი ქმედებები, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უცხო არ არის.

გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ყველა შესაბამისმა ორგანომ ფაქტებზე, „გამჭვირვალობის“ კვლევის შედეგებზე, რეაგირება უნდა მოახდინოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ლობირებდა თუ არა ზაზა მელიქიძე თავის ბიზნესს. პირველ რიგში, ეს ფაქტი უნდა იქნეს შესწავლილი. რაც შეეხება საკრებულოს იმპიჩმენტს, ჩვენ არცერთი საკრებულო არ გვყავს დამოუკიდებელი. ყველა ზემდგომის მითითებებს ემორჩილება. ახლაც გააჩნია, რა მითითებებს მისცემენ ზემოდან და იმის მიხედვით მოიქცევიან“, – განმარტავს გელა დემეტრაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ კვლევა 15 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევაში ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

კვლევაში ნათქვამია, რომ მერად არჩევის შემდეგ, ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა დანიშნა. მისი კომპანიის ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ აიყვანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩნდება „კითხვის ნიშნები ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებითაც“.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, „შეისწავლოს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ის შესყიდვები, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
რუსთავი 2: ანტიკორუფციულმა ახალციხის მერის საქმეზე ძიება დაიწყო
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
‘განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს’– ზაზა მელიქიძე დეპუტატის პროტესტზე
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა
‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე