FM97.5 / LIVE

უსუსური ბრალდებები ადიგენის ყოფილი გამგებლის მიმართ?

მთავარისამართალი 20.09.2013
სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით თუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატება; რას ედავება ბრალდების მხარე ადიგენის ყოფილ გამგებელს და რა არგუმენტები აქვს დაცვის მხარეს;

უსუსური ბრალდებები ადიგენის ყოფილი გამგებლის მიმართ?
ფოტო: ზურაბ ჩილინგარაშვილი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის წინა სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაახლოებთ 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. პარუნაშვილთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში, ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს.

ოთხი ბრალდებულიდან სამი ბრალს აღიარებს. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს მხოლოდ სიმონ პარუნაშვილი.
სასამართლო დარბაზში წამოძახილისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარიშვილს შენიშვნა მისცეს. ხოლო მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის დარბაზიდან სპარტაკ მაჭარაშვილი გააძევეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინეს. აღნიშნულ ნუსხას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კითხულობდა პროკურორი რევაზ მამარდაშვილი. მან არაერთი მოწმის სახით დაკითხულის სხვადასხვა ოქმები წარმოადგინა.

როგორც სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა, მას ეჭვი აქვს, რომ ერთი და იგივე მოწმე რამდენჯერმე იმიტომ დაიკითხა, რომ მისგან იმ პასუხების მიღება, რომლის მიღებაც ბრალდების მხარეს სურდა, მანამდე ვერ მოახერხეს.

„მოწმე 9-ჯერ დაკითხეს, ერთხელ ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, მეცხრედ მიიღეს“, - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

როგორც სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, მათ არ გადასცემიათ დადგენილება ოპერატიული სამძებრო საქმიანობის გასაიდუმლოების შესახებ. ასევე, არ გადასცემიათ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ.

„ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას და ვაყენებთ შუამდგომლობას აღნიშნული მტკიცებულებების ამორიცხვის თაობაზე“, - განაცხადა სიმონ პარუნაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მტკიცებულებების ამორიცხვის შესახებ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა გიორგი გელხაურმა და ირაკლი ბარძიმაძემ სადავო გახადეს ყველა მტკიცებულება გელა აღლემაშვილისა და სიმონ პარუნაშვილის მიმართ.

„ყველა დოკუმენტს ვხდით სადავოდ და იგი უნდა იქნეს გამოკვლეული არსებით განხილვაზე“, - განაცხადა გელხაურმა.

მტკიცებულებები სადავო არ გამხდარა ჯემალ იაკობაძისა და რატი ტატალაშვილის მიმართ.

„რატი ტატალაშვილის მისამართით რა მტკიცებულებიცაა წარმოდგენილი, არცერთს არ ვხდით სადავოდ, აბსოლიტურად ყველას ვეთანხმებით“, - ამბობს რატი ტატალაშვილის მამა და ინტერესების დამცველი ივანე ტატალაშვილი.

სასამართლოზე პროკურორმა ადვოკატ ირაკლი ბარძიმაძის აცილება მოითხოვა. რადგან ბარძიმაძე ერთდროულად იცავს ორ ბრალდებულს, რომელთაგან ერთი დანაშაულს აღიარებს (გელა აღლემაშვილი) და თანამშრომლობს გამოძიებასთან, მეორე კი ბრალს არ აღიარებს (სიმონ პარუნაშვილი) და შესაბამისად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„სამართლებრივი შედეგი ორივე ბრალდებულის მისამართით მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა დადგება. მათი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამიტომ დაჟინებით ვითხოვ ბარძიმაძის აცილებას“, - განაცხადა მამარდაშვილმა.

პროკურორის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. გიორგი გელხაურმა აღნიშნა, რომ სიმონ პარუნაშვილი დუმილის უფლებას იყენებს: „ამდენად, სიმონი ჯერ დაკითხული არ არის, გელა კი უკვე დაიკითხა და მან ბრალი აღიარა კიდეც. გელასა და სიმონის ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ამდენად აცილების საფუძველი არ არსებობს“.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აცილება მისცა ირაკლი ბარძიმაძეს დაიცვას სიმონ პარუნაშვილის ინტერესები. ამდენად, ბარძიმაძე საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ აღლემაშვილის ინტერესების დამცველი იქნება.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების წადგენის შემდეგ მტკიცებულებები დაცვის მხარემ წარმოადგინა, როგორც გიორგი გელხაურმა განაცხადა, რადგან პროცესი 25 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, მაგრამ ბრალდების შუამდგომლობით თარიღი 20 სექტემბერს გადმოიწია, მოწმეების დაკითხვა ვერ მოეწსრო: „ამიტომ წარმოვადგენთ მხოლოდ იმ პირთა სიას, რომელსაც დავკითხავთ“.

სასამართლო პროცესზე გიორგი გელხაურმა დააყენა შუამდგომლობა პარუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ. მისი თქმით, საგამოძიებო ღონისძიებები თითქმის დასრულებულია, პარუნაშვილი გამოძიებას ხელს ვეღარ შეუშლის. უკვე დადასტურებულია, რომ მას არც ამ დრომდე შეუშლია საგამოძიებო პროცესისთვის ხელი და ამიტომ აღკვეთის ღონისძიება 3 000 ლარი უნდა გაუქმდეს.

აღნიშნულს არ დაეთანხმა პროკურორი, შუამდგომლობა არც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მან პარუნაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.

„სიმონს 332-ე მუხლის ორ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ერთ ერთ ეპიზოდში ბრალდება ედავება რომ მან ტენდერში გამარჯვებულად ის კომპანია გამოავლინა, რომლის დამფუძნებელიც კომისიის ერთ-ერთი წევრია. როგორც ბრლადების მხარის მიერ წარმოდგენლი მტკიცებულებებით ირკვევა, მოგეხსენებათ რომ იმ სხდომას პარუნაშვილი არ ესწრებოდა. ასევე, არ ესწრებოდა საბოლოო სხდომას, როცა აღნიშნული პრეტენტენდი გამარჯვებულად გამოვლინდა, რომლის გამოც ვითომ ინტერესთა კონფლიქტი მოხდა“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, ისჯებიან ის ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებრივი ინტერესები გაატარეს: „საქმეში არ არის არანაირი დანაშაულის ნიშანი, არ შეიძლება ქვეყნის საქმის გაკეთებისთვის ვინმე დასაჯო, ეს არის პოლიტიკური დევნა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არაერთხელ უთხრეს პარუნაშვილს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. აღარ არის თქვენი ხელისუფლება, ამიტომ უნდა წახვიდეო. ეს არის საქმე, სადაც დაზარალებული არ არსებობს.კითხვები ჩნდება პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლის მიმართ, გავა დრო და ყველა ამ პირს პასუხი მოეთხოვება“, -განაცხადა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესზე.

ამ განცხადებას დარბაზში ტაში მოჰყვა.ამის შემდეგ მოსამართლემ სიტყვა ბრალდებულ სიმონ პარუნაშვილს გადასცა.

„გამგეობაში ოთხი წელი ვმუშაობდი, 2007 წლიდან მოყოლებული ყველა დოკუმენტი წაიღეს და ამ ბრალდების მეტი ვერაფერი შემითითხნეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ დასაჭერები კი არა დასაჯილდოვებლები ვართ“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე სიმონ პარუნაშვილმა.
მოსამართლემ გელხაურის შუამდგომლობა, რომ პარუნაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო არ დააკმაყოფილა.
სხდომის დამთავრებამდე მოსამართლემ ბრალდებულებს სასამართლო პროცესში ნაფიც მსაჯულთა ჩართვა შესთავაზა. თუმცა, დაცვის მხარემ უარი განაცხადა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სიმონ პარუნაშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე თუ ვინ აძალებდა მას თანამდებობის დატოვებას, კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.

„როგორც ხსვა რაიონებში, ისე ხდებოდა ჩვენთანაც, სხვა მხრივ ვერ გადამაყენეს“,- ამბობს სიმონ პარუნაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალციხის რაიონული სასამართლო და შემდეგ კი უზენაესი სასამართლო, პარუნაშვილის საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.

„ვაჩვენებთ, როგორ დემოკრატიაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

მომდევნო სასმართლო პროცესი მიდმინარე წლის 27 სექტემბერს ჩაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე