FM97.5 / LIVE

‘ზოგჯერ პურის ფულიც არ გვაქვს’ - მთავრობის სუბსიდიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.05.2020
ახალციხეში, სოფელ პამაჯში მცხოვრები ამბობს, რომ მისი ოჯახი მთავრობის ვერცერთი სუბსიდიით ვერ სარგებლობს, არადა საგანგებო პერიოდში განსაკუთრებით გაუჭირდათ. მისი ქმარი თვითდასაქმებულია და პანდემიამდე ხელოსნად მუშაობდა, თუმცა კერძო პირებთან.

‘ზოგჯერ პურის ფულიც არ გვაქვს’ - მთავრობის სუბსიდიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

ლ.ბ 35 წლისაა, მეუღლე 39-ის. ამბობს, რომ ბოლო ორი თვეა პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვთ.

ოჯახმა ვერ ისარგებლა მთავრობის სუბსიდიით, რადგან ლ.ბ არ მუშაობს, მისი ქმარი კი თვითდასაქმებულია: „ძალიან მინდოდა ჩვენც დაგვხმარებოდნენ. მაგრამ ჩემი მეუღლე ხელოსანია, როცა მეზობელს ან ვინმეს დასჭირდება რემონტი, ან რამის აშენება მაშინ მიდის და მუშაობს. საბუთი სჭირდება, რომ დაგეხმარონო და ასეთ საბუთს ვინ მოგვცემს. გაგვიჭირდა ამ ზამთრის გატანა, ნოემბრის მერე არ უმუშავია და ვზივართ მშივრები“, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, სამსახურის დაწყება თავადაც სცადა, მაგრამ სოფელში სამუშაოს პოვნა გაუჭირდა, ახალციხეში კი 150 ლარი შესთავაზეს, რომელიც როგორც ამბობს გადაადგილებაშიც არ იქნება საკმარისი: „მრცხვენია, რომ ახალგაზრდები ვართ და ვერ ვმუშაობთ. მაგრამ ახალციხეში რომ წავიდე 150 ლარს მაძლევენ და ეს ფული გზაში არ მეყოფა. მთელი ზამთარი გაზაფხულს ველოდებოდით, რომ ჩემს ქმარს მაინც დაეწყო სამუშაო და ესეც არ გამოვიდა. სულ ვალები და ნისიები მაქვს, არც კი ვიცი სადამედე უნდა მივაღწიოთ ასე“.

მას არც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და არც პენსიონერი ოჯახის წევრი: „მარტო მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ. შვილი არ გვყავს და ვერც ექიმთან მივდივარ, რომ გავიგო რა პრობლემაა. ხშირად პურის ფულიც კი არ გვაქვს და რა დროს ექიმია?!“, ამბობს 35 წლის ქალი და ამატებს, რომ ცოლ-ქმარმა წელს დროებით აღებული მიწის ნაკვეთის დამუშავებაც ვერ მოახერხა, რადგან სათესლე კარტოფილი ძვირი ღირდა. არ ჰყავთ არც შინაური პირუტყვი.

ლ.ბ ამბობს, რომ სოციალური დახმარება არ აქვთ: „არ ვართ სოციალურად დაუცველები, მაგრამ მინდა რომ შევიტანო განაცხადი და დაითვალონ ჩვენი ქულები, იმიტომ, რომ დახმარება ნამდვილად გვჭირდება. არც სამსახური გვაქვს და არც რამე ისეთი, რომელიც შემოსავალს მოგვიტანს. ვზივართ მშივრები“.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურ პირთან არიან დასაქმებული, დახმარებას, ყოველთვიური 300 ლარის ოდენობით ვერ მიიღებენ, რადგან შესაბამისი საბუთი სჭირდებათ.

"ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი," - განაცხადა 27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

მთავრობის სუბსიდიის მისაღებად, მოქალაქე ან იურიდიულ პირთან უნდა იყოს დასაქმებული, ან სოციალურად დაუცველთა მონაცემებს აკმაყოფილებდეს.

‘ზოგჯერ პურის ფულიც არ გვაქვს’ - მთავრობის სუბსიდიის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფიზიკურ პირებთან მომუშავეები 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ
როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია
როგორ დავამტკიცოთ, რომ არაფორმალურად დასაქმებული ვიყავით – გახარიას განმარტება
უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს
საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს