FM97.5 / LIVE

უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

მთავარისაზოგადოება 21.04.2015
პენსია, რომელსაც 73 წლის ანნა ნაზარეტიანი ბინის ქირასა და წამალში იხდის, პურის ფულად აღარ რჩება; მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, იგი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული არაა და შესაბამისად, ვერც ქალაქის მერიიდან გაცემული დახმარებით სარგებლობს.

უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

ანნა ნაზარეტიანი ახალციხეში, თაყაიშვილის N84–ში, ერთ ოთახში, რომელიც დაახლოებით ხუთ–ექვსი კვადრატული მეტრია, ქირით ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია, 172 ლარია. მეუღლე ომის ვეტერანი ჰყავდა და ამიტომ პენსიას, 150 ლარის ნაცვლად 22 ლარით მეტს იღებს. აქედან 80 ლარს ბინის ქირაში იხდის, დანარჩენი ფული კი დიაბეტით დაავადებულს წამლებშიც ძლივს წვდება.

„პურის ფული აღარ მრჩება, შეშაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამ ზამთარს მეზობელმა სახლი დაანგრია და იმ ნარჩენებს ვწვავდი, მომავალ ზამთარში ესეც არ იქნება და ჩემი პენსიით შეშას ვერ ვიყიდი“, – ამბობს ნაზარეტიანი.

წლების განმავლობაში ახალციხეში ცხოვრობდა. 2012 წლის სექტემბერში შვილების რჩევით ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა, მისი ორი ვაჟი ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა და თავადაც შვილებთან დარჩენას აპირებდა. თუმცა, სამთვიან ვიზას ისე ამოეწურა ვადა, რომ მისი გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამის მცდელობასა და იურისტებთან გარკვევაში, გაყიდული ბინის ფულის დიდი ნაწილიც დაეხარჯა, თუმცა, ვერც ვიზის ვადა გააგრძელა და ვერც მოქალაქეობა მიიღო. ერთი წლის შემდეგ ნაზარეტიანი საქართველოში დეპორტით გამოუშვეს.

„ცოტახანი ნათესავის ბინაში ვცხოვრობდი. მაშინ მივმართე სოციალური დახმარების სამსახურს, მაგრამ შესამოწმებლად რომ მოვიდნენ, მაშინ ნათესავი ერევნიდან იყო ჩამოსული და მითხრეს, ვიდრე ერთად იცხოვრებთ, დახმარებას ვერ მიიღებო. მერე ის ბინაც დავცალე და ქირით გადმოვედი“, – გვიყვება ნაზარეტიანი.

იგი სოციალურად დაუცვლთა ბაზაში რეგისტრირებას ითხოვს: „იქნებ ადგილობრივმა მთავრობამ სადმე ერთი ოთახი გამომიყოს, რომ პენსია ქირაში აღარ ვიხადო“.

სოციალური მომსახურების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ნაზარეტიანს აქ განცხადება 2014 წლის იანვარში აქვს შეტანილი, თუმცა უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ იგი ოჯახს ხელოვნურად იყო გაყოფილი.

„რადგან მისამართი შეუცვლია, შეუძლია ხელახლა მოგვმართოს“, – ამბობს სოციალური მომსახურების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ლუიზა იოსელიანი.

მას შემდეგ რაც ნაზარეტიანს სოციალურად დაუცველთა ბაზაში დაარეგისტრირებენ, მას ახალციხის მერიაში სოციალურად დაუცველებისთვის გათვალისწინებული დახმარებებით სარგებლობაც შეეძლება. თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მერიას წერილობით მიმართავს, ამ წერილს კი სოციალური სააგენტოდან ამონაწერს დაურთავს.

„ამის შემდეგ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მივლენ და გადაამოწმებენ. მერის ბრძანებით შექმნილი „შემსწავლელთა სამუშაო ჯგუფი“ მის საკითხს კომისიის სხდომაზე დაამტკიცებს და თუ დადასტურდება, რომ დახმარებას ნამდვილად საჭიროებს, ამის შესახებ წერილობით ეცნობება“, – გვიხსნის ქალაქის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში რუბენ კარაპეტიანი.

თუ ნაზარეტიანის განცხადება დაკმაყოფილდება, მის მონაცემებს უფასო სასადილოს გადასცემენ, სააღდგომოდ 50 ლარს მისცემენ, საახალწლოდ 100 ლარს. შეშისთვის კი პირად ანგარიშზე, ასევე, 100 ლარს დაურიცხავენ, თუმცა ამ ყველაფრის მისაღებად, ის ახალციხეში რეგისტრირებული უნდა იყოს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს
ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს