FM97.5 / LIVE

სავაჭრო ობიექტების გახსნა სეს–ის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 29.04.2020
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აგრარული ბაზრების და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა, მუშაობის გაგრძელების ნებართვის მისაღებად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, სპეციალურად მათთვის შექმნილი აპლიკაცია უნდა შეავსონ.

სავაჭრო ობიექტების გახსნა სეს–ის რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული

ბექა ფერაძის განცხადებით, აპლიკაციის შევსების შემდეგ, გადამოწმდება აკმაყოფილებს თუ არა კომპანია, კორნავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ სტანდარტებს.

ეკონომიკის გახსნის მიზნით, 29 აპრილს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანიების რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაიწყება.

„მსურველებს დღეიდან შეუძლიათ აპლიკაციის შევსება. შემდეგ დარგობრივი უწყებები დაიწყებენ შემოწმებას. დღის ბოლოს იქნება შესაძლებელი ანალიზი გავკეთოთ და გვქონდეს შედეგები – განვსაზღვროთ რომელი კომპანია აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და რომელი არა“,– განაცხადა ბექა ფერაძემ.

სავაჭრო ობიექტები მუშაობის განახლებაზე, საბოლოო ნებართვას ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, 600 კომპანია შემოწმდა და მათგან 80%–მა შეძელო პირობების დაკმაყოფილება.

„ახალი მოდელის მეშვეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1000–ზე მეტს შევამოწმებთ ყოველდღიურად. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად შევამოწმოთ ის კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის გახსნასთან ერთად არიან მოლოდინის რეჟიმში. შესაბამისი დასკვნების საფუძველზე, მათ მიეცემათ საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობა“,–განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი განმარტებით, რეკომენდაციების შესრულებას დიდი თანხა არ ჭირდება.

საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა, 27 აპრილიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, შესაძლებელი გახდა ონლაინ ვაჭრობა, ავტომობილებით გადაადგილება და ღია ტიპის აგრალური ბაზრების ფუნქციონირება.

მთავრობის გათვლებით, თუ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება 11 მაისიდან ქვეყანაში აღდგება სამშენებლო მასალების წარმოება, მუშაობას დაიწყებენ ავტოსამრეცხაოები, შესაძლებელი იქნება კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის შეკეთება და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სტაბილური ეპიდსიტუაციის შემთხვევაში მესამე ეტაპი მაისის ბოლოს უნდა დაიწყოს, რაც ნიშნავს იმას რომ გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა დიდი სავაჭრო ცენტრების) ამავე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრობები და საგამომცემლო საქმიანობა.



[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19: როდის დაიწყება შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
ღია ტიპის აგრარლული ბაზრები გაიხსნება – კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
11 მაისიდან  ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი გაიხსნება
რომელი სავაჭრო ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას
COVID-19: რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს