FM97.5 / LIVE

რომელი სავაჭრო ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 21.03.2020
ცნობილია იმ სავაჭრო ობიექტების ნუსხა, რომლებსაც კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად მუშაობა შეუძლიათ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

რომელი სავაჭრო ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას

ბრძანებას, რომლიც სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა გამოსცა, საფუძვლად უდევს საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით პრემიერ-მინისტრი სხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება.

კორონავირუსის ეპიდემიის დროს მუშაობის გაგრძელება შეუძლია შემდეგი ტიპის სავაჭრო ობიექტებს:

1. სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარული ბაზრები);
2. სურსათის სამაცივრე მეურნეობები;
3. სურსათის წარმოება/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურ- ფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე));
4. საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მხოლოდ მიწოდების სერვისით;
5. ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები;
6. სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის, იმპორტიორები);
7. ვეტერინარული კლინიკები;
8. ცოცხალი ცხოველების ბაზრები/ბაზრობები;
9. ცხოველთა ფერმები;
10. ვეტერინარული აფთიაქები/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტები;
11. ზოომაღაზიები;
12. პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;
13. სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
14. საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

ამავე ბრძანების მიხედვით, ყველა ბიზნესოპერატორს მიეცა დეტალური მითითება, თუ როგორ უნდა დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები მუშაობისას.

გარდა ამისა, მუშაობას შეძლებენ ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები, ფოსტა. სხვა ობიექტებზე როდის მოიხსნება შეზღუდვა, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 47 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟმში 1 966, ხოლო სტაციონალური მთვალყურეობის ქვეშ 259 პირია. გამოჯანმრთელების ერთი შემთხევა ფიქსირდება.

ამავე თემაზე:

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში სავაჭრო ობიექტები დროებით იხურება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66–მდე გაიზარდა
სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა