FM97.5 / LIVE

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე თანხის გაცემა მაისიდან დაიწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.04.2020
საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ექვსი თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარით დაიხმარება. პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო დახმარების ვადის ათვლას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დაიწყებს, თანხის ჩარიცხვას კი მაისიდან.

პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე  თანხის გაცემა მაისიდან დაიწყება

„გადარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება პირველი ინფორმაცია კომპანიებისგან ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი დაკარგა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღეის მონაცემებით, დახმარებით სარგებლობას შეძლებს საქართველოს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, ბიუჯეტიდან კი ამისთვის 460 000 000 ლარი გამოიყოფა.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც ოფიციალურად მუშაობდა და კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, შემოსავალი და ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, 1200 ლარის ოდენობით, 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, შეგვეძლოს 6 თვის განმავლობაში ფინანსურად დავეხმაროთ მათ იმ მინიმალური მხარდაჭერით და თანადგომით, რისი შესაძლებლობაც გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა საზოგადოებას გუშინ, 24 აპრილს წარუდგინა.






[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დავეხმარებით – გახარია
დამსაქმებელი შენარჩუნებული სამუშაო ადგილების გამო სუბსიდიას მიიღებს – გახარია
როგორ დავამტკიცოთ, რომ არაფორმალურად დასაქმებული ვიყავით – გახარიას განმარტება
თვითდასაქმებულები 300 ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ ბაზაში უნდა დარეგისტრიდნენ
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია
ვინ მიიღებს 600 ლარიან დახმარებას
200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ