FM97.5 / LIVE

'თუ დღეში ასეულს არ გადავაჭარბებთ, ზომიერი მატებით რყევები ქვეყანაში არ გვექნება' – ეზუგბაია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 16.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეში 30 ინფიცირებულის მატება საგანგაშო არ არის. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პაციენტების ინფიცირების წყაროს დადგენა.

'თუ დღეში ასეულს არ გადავაჭარბებთ, ზომიერი მატებით რყევები ქვეყანაში არ გვექნება' – ეზუგბაია

„30 ახალი პაციენტიდან ყველას წყარო არ არის დადგენილი. მიმდინარეობს ეპიდკონტროლი ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის. ხდება კონტაქტების მოძიება და მათი საკარანტინო სივრცეებში განთავსება. კლინიკის გამოვლენის შემთხვევაში კი ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში დაწესებულებაში სტაციონარში გადაყვანა. ალაბთ ნელ– ნელა ყველა კლასტერი დადგინდება და გარკვეულწილად მოხდა შეჩერება, ლოკალიზაცია მოხდება ამ პროცესის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღეში 30 ახალი ინფიცირებული არ არის საგანგაშო მაჩვენებელი.

„ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს დღეში 30 შემთხვევა, თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ იმედია, რომ ამ კონტროლირებადი ზომიერი მატებით, რყევები ქვეყანაში არ გვექნება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა“.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მათ კლინიკაში ორი ძალიან მძიმე პაციენტია, შვიდს კი მძიმე პნევმონია აქვს.

„ამ ეტაპზე 37 პაციენტია ჩვენს კლინიკაში. ორი ძალიან მძიმე პაციენტი გვრჩება. ასევე გვყავს შვიდი მძიმე პნევმონით. ამ ორ მძიმე პაცენტთან სტაბილურობა შეიმჩნევა უკვე სამი დღეა და ალაბათ ძალიან მძიმე პაციენტების სტატუსიდან გადმოვლენ. რაც შეეხება არასრულწლოვნებს მათი მდგომარეობა შემოყვანიდან დღემდე სტაბილურია“.

მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში არსებულ ყველა შეზღუდვას დაემორჩილონ.

15 აპრილის 11:20 საათის მონამცემებით stopcov.ge- ზე ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 336:
* მათ შორის გამოჯანმრთელებული - 74
* მათ შორის გარდაცვლილი- 3
* კარანტინის რეჟიმში - 5 000
* სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494
* უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 17–მდე გაიზრდა
ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19–ით ინფიცირებულ 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი შეიყვანეს
კორონავირუისის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

'ორ კრიტიკულ პაციენტთან სტაბილურობა შეიმჩნევა ' - მარინა ეზუგბაია