FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.04.2020
15 აპრილის მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამცხე–ჯავახეთში 17–მდე გაიზარდა, კარნტინში იმყოფება 365 მოქალაქე.

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა

თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი, ცხრა პირი ახალქალაქში იმყოფება, ასევე შვიდ პირს აკვირდებიან ასპინძაში, ახალციხეში კი ერთია.

როგორც, ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, თვითიზოლაციაში გადავიდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს იმ რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია დაფიქსირებული.

„ამ ეტაპზე შვიდი პირი გვყავს თვითიზოლაციაში, ესენი არიან ცხელი რეგიონებიდან ჩამოსულები. კონტაქტები არ ჰქონიათ არვისთან, უბრალოდ ვაკვირდებით, თავს კარგად გრძნობენ“,– განაცხადა მზია პაპაშვილმა.

ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა: „ჩვენთან არის ცხრა. ორს თვითიზოლაციის პერიოდი 17 აპრილს უმთავრდება და დაგვრჩება შვიდი. ესენი თურქეთიდან შემოვიდნენ კარანტინი ბათუმში გაიარეს და ახლა სახლში იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არ აღენიშნებათ“.

რაც შეეხება ახალციხეს, თვითიზოლაციაში ერთი პირი იმყოფება, როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, იგი თავს კარგად გრძნობს და საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება.

რეგიონის მასშტაბით შვიდი საკარანტინო სივრციდან ერთი ცარიელია, ხოლო დანარჩენ ექვში 365 პირია გადანაწილებული. ხუთი ახალციხეში ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასის“ ტერიტორიაზე რჩება, ხოლო დანარჩენი ბაკურიანშია. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, არცერთ მათგანს COVID 19 – ის სიმპტომები არ აღენიშნება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება, ხოლო 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

დღეიდან ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვალა 10 დღით აიკრძალება.
15 აპრილის მონაცემბით ქვეყანაში 306 დადასტურებული იფიცირების შემთხვევაა, აქედან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი მათგანი გარდაიცვალა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 230 ადამიანია
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 11–ით გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა
ახალციხეში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება