FM97.5 / LIVE

ბორჯომში 2 პაციენტს COVID 19-ზე ამოწმებენ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.04.2020
ბორჯომის „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტი იმყოფება. ორივე მათგანის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

ბორჯომში 2 პაციენტს COVID 19-ზე ამოწმებენ

ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ორივე პაციენტს ცხელება აღენიშნება.

„ველოდებით პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან. ერთის გუშინ გადავაგზავნეთ, პაციენტს ინსულტი აქვს და ცხელებაც აღენიშნება, მეორე პაციენტს მარტო ცხელება აქვს, დღეს გავაგზავნეთ მისი ანალიზი“,–გვითხრეს ბორჯომის „ცხელების ცენტრში“.

რეგიონის მასშტაბით, „ცხელების ცენტრებში“ სულ ხუთი პაციენტია, აქედან ორი ბორჯომში, ორი ახალციხეში, ერთი კი ადიგენში.

გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ახალციხის „ცხელების ცენტრში“ მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვს.

რაც შეეხება ადიგენს, აქ ერთ პაციენტს აკვირდებიან. ექიმები ამბობენ, რომ საეჭვო სიმპტომები არ აქვს და ამ ეტაპზე ლაბორატორიულ გადამოწმებას არ საჭიროებს: „გუშინ შემოვიდა ერთი პაციენტი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს ისეთი, რომ ანალიზის ჩატარებას საჭიროებდეს, ასევე არ აქვს ინფიცირებლთან კონტატებიც, უბრალოდ აღენიშნება ტემპერატურა და ამიტომ მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში“.

რეგიონებში „ცხელების ცენტრები“ გასულ კვირას მოეწყო. მათ შორის სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა.

[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 2 პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან
ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’ ერთ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდებიან
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ მყოფ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსზე 10 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ადიგენის ‘ცხელების ცენტრში’  2 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ახალციხისა და ბორჯომის 'ცხელების ცენტრებიდან' სამი პაციენტის ანალიზი ლუგარში გააგზავნეს
ახალციხის ‘ცხელების ცენტრმა’ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი მიიღო