FM97.5 / LIVE

მანდატურები საკარანტინო ზონებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 13.04.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მანდატურები დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

მანდატურები საკარანტინო ზონებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 13 აპრილს მანდატურის სამსახურის გვერდზე განთავსდა.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობით, თავად მანდატურების სურვილის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის კვალიფიციური კადრები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის განახლებამდე, მანდატურები სახელმწიფოს დაეხმარებიან და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ“,- ნათქვამის განცხადებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში ამ დროისთვის 266 დადსტურებული შემთხვევაა, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების გამო, 21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი გამოცხადდა. დღის განმავლობაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00–დან 06:00 საათამდე კი აკრძალულია გადაადგილება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 517-მდე გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითოზოლაციასა და კარანტინში 201 ადამიანი დარჩა
‘რეკომენდაცია რჩება უცვლელი’ – ტიკარაძე ეკლესიაზე
Covid-19 საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 26
Covid 19 -  შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 2 მილიონს გადააჭარბა