FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში თვითოზოლაციასა და კარანტინში 201 ადამიანი დარჩა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 13.04.2020
რეგიონში თვითზოლაციაში 10 ადამიანი რჩება, საკარანტინო ზონებშიკი კი 191 ადამიანს აკვირდებიან.

სამცხე–ჯავახეთში თვითოზოლაციასა და კარანტინში 201 ადამიანი დარჩა

თვითოზოლაციაში მყოფი 10 პირიდან ერთი ახალციხეშია, ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მას სავალდებულო თვითოზოლაციის ვადა 18 მარტს ამოეწურება.

თვითოზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამით გაიზარდა ახალქალაქში. ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ სამივე მათგანი სომხეთიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავიდა.

ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, არცერთ მათგანს covid-19-ის სიმპტომები არ აღენიშნება.

სიმპტომები არ აქვთ არც კარანტინში მყოფ პირებს. სამცხე–ჯავახეთის შვიდი საკარანტინო ზონიდან ერთი ცარიელია, ექვსში კი 191 ადამიანია განაწილებული. მათგან 9 ადამიანი დარჩა ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასის“ ტერიტორიაზე. 182 კი ბაკურიანის სასტუმროებშია გადანაწილებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მას შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონში საკარანტინო ზონები მოეწყო, მათ შორის ერთ–ერთი პირველი იყო აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, რომელიც დღეის მდგომარეობით ცარიელია.

ქვეყანაში ამ დროისთვის 266 დადსტურებული შემთხვევაა აქედან 67 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების გამო, 21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი გამოცხადდა. დღის განმავლობაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00– დან 06:00 საათამდე კი აკრძალულია გადაადგილება.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს COVID 19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 230 ადამიანია
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა