FM97.5 / LIVE

Covid 19 - შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 2 მილიონს გადააჭარბა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.04.2020
მსოფლიოში კორონავირუსით 2 000 933 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 126 779 გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევა კვლავ ამერიკაში ფიქსირდება. 15 აპრილის მონაცემებით, ინფექციის გავრცელების ტემპი იკლებს ევროპაში.

Covid 19 -  შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 2 მილიონს გადააჭარბა

100 000 –ს აჭარბებს დადასტურებული შემთხვევების რაოდეობა ევროპის ოთხ ქვეყანაში, თუმცა მცირდება ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი.

აპრილის დასაწყისიდან იტალიასა და ესპანეთში მცირდება როგორც ყოველდღიურად დადასტურებული, ისე გარდაცვალების მაჩვენებელიც.

გერმიანიაში ვირუსის გავრცელების ტემპი იკლებს, გარდაცვალების შემთხვევები კი 10 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად იზრდება.

ცვალებადი სტატისტიკაა საფრანგეთში, სადაც 10 აპრილის შემდეგ, გუშინ ყველაზე მეტი, 762 გარდაცვალების და 6 524 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანისაზიამ კორონავირსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის 306 დადასტურებული, 69 გამოჯანმრთელების და 3 გარდაცვალების შემთხვევაა.

21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი საყოველთაო კარანტინი და ე.წ კომენდანტის საათი გამოცხადდა. დღის განმავლობაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 21:00–დან 06:00 საათამდე კი აკრძალულია გადაადგილება.


[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

24 საათში  მსოფლიოში კორონავირუსის 86 496 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა
COVID-19: რუსეთმა დადასტურებული შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გაუსწრო
COVID-19: რა ხდება მეზობელ ქვეყნებში
Covid-19: თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია
Covid-19 გავრცელება მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,5 მილიონს გადააჭარბა