FM97.5 / LIVE

‘წირვა აუცილებლად ჩატარდება და იმედია ხალხიც მოვა’- ახალქალაქის მიტროპოლიტი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 12.04.2020
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ „კომენდანტის საათი“ მხოლოდ პრევენციაა და თუ მორწმუნეები ამ დროს სააღდგომო ღამისთევაზე წავლენ, არ უნდა დაჯარიმდნენ.

‘წირვა აუცილებლად ჩატარდება და იმედია ხალხიც მოვა’- ახალქალაქის მიტროპოლიტი

„ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს“, - ამბობს მიტროპოლიტი.

მისივე თქმით, „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო არც სასულიერო პირები უნდა დაჯარიმდნენ: „ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ“.

დაჯარიმდებიან თუ არა ის პირები, რომლებიც კომენდანტი საათის დროს ტაძრებში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად წავლენ, შსს-ში პასუხი არ აქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა
ბასილ კობახიძე: 'მივმართავ პატრიარქის გარემოცვის წევრებს, დაარწმუნეთ პატრიარქი რომ დაკეტოს ეკლესიები'
არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით