FM97.5 / LIVE

‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 12.04.2020
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ამბობს, რომ ტაძრებში მსახურებისას ყველა რეკომენდაცია მკაცრად დაცულია და მას არ შეუძლია მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს. რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარებას, სასულიერო პირის თქმით, "ქრისტეს სისხლი და ხორცი ინფექციის მატარებელი ვერ იქნება".

‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო]

12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა მედიასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ბზობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული მრევლმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს:

„მე არ ვიცი ტაძარში კიდევ რა უნდა გავამკაცროთ, ამ სიცივეში ტაძარში არ ვუშვებთ და გარეთ იყინება ხალხი. არ არის ადვილი ამისი გაკეთება. ეს ადამიანები მოდიან, მათი ერთაერთი ნუგეში ტაძარში არის და დღეს რომ ტაძრის კარი დავუკეტოთ ადამიანებს, არაფრით შეიძლება. ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც არსია მთელი ჩვენი ცხოვრებისა და ეს რომ არ ვიზეიმოთ, არ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ ისე, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს დავიცვათ საკუთარი თავი და დავიცვათ ერთმანეთი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია როგორ აღევლინება სააღდგომო ლიტურგია: „სააღდგომო ლიტურგია როგორი იქნება, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები მთავრობასთან და ამის შემდეგ, გამოვაცხადებთ ჩვენს მიმართულებას“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, თუკი რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება, შეიძლება თუ არა, ამ დროს მაინც, მოუწოდონ სასულიერო პირებმა მრევლს სახლში დარჩენა, მიტროპოლიტმა უპასუხა: „მე ვერავის მოვუწოდებ რომ სახლში დარჩეს. ადამიანს თუ ღმერთთან მისვლა სჭირდება, ის უნდა მივიდეს ღმერთთან. ჩვენ ვერ გავაჩერებთ ადამიანებს, შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ მათ დაიცვან რეკომენდაციები“.

მისივე თქმით, ინფექციისგან დაცული არავინ არსად არის, მათ შორის, არც ეკლესიაში, თუმცა ზიარების ერთი კოვზით გადაცემით, მრევლს დაინფიცირება არ ემუქრება:

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ზიარებით არავის არ გადაედება. იმიტომ, რომ ეს არის სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სისხლი და ხორცი არ შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი. უფალი არ შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, დავიცვათ დისტანცია, ადამიანებთან ურთიერთობისას“.




რაც შეეხება სასულიერო პირების ტესტირებას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესია ამისი წინააღმდეგი არ არის: „ ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგია თუ გავესინჯებით და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენ არ ვიყოთ მატარებელი ამ გადამდები ვირუსისა, მაგრამ ასევე კარგი იქნება, რომ გამყიდველებს, ბანკის თანამშრომლებს და სხვადასხვა მომსახურე პერსონალს ჩაუტარდეთ პირველ რიგში“.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება: „პასუხისმგებლობა არის თითეოული ჩვენგანის, დაწყებული პატრიარქიდან, პრემიერ-მინისტრიდან და გაგრძელებული მინისტრებით, მღვდელმთავრებით, სასულიერო პირებით, ჩვეულბრივი ადამიანებით, ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისნმგებლობა, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სამწუხარო რეალობა გვაქვს და ეს რეალობა არ დამთავრდება ერთ და ორ კვირაში. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ რელობაში ცხოვრება. არ შეიძლება ცხოვრება გავაჩეროთ, გადაიკეტოს ყველაფერი და მსოფლიო გაჩერდეს“, - ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

დღეს, 12 აპრილს მან ბზობის სადღესასწაულო წირვა აღავლინა. რაბათის წმ, მარინეს სახელობის ტაძარში მრევლი შეუზღუდავი რაოდენობით მივიდა. ლიტურგია ეზოში აღევლინა, რომლის დროსაც, ერთი კოვზით ზიარება მიიღო ათობის ადამიანმა, მათ შორის მცირეწლოვნებმაც.



‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო]

‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო]

[თიკო ზაზაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბზობის სადღესასწაულო წირვა ახალციხეში [ფოტო/ვიდეო]
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
‘წირვა აუცილებლად ჩატარდება და იმედია ხალხიც მოვა’- ახალქალაქის მიტროპოლიტი
‘ ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება ‘ – იმნაძე მრევლს
‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი  ხარების დღესასწაულზე ეზიარა
‘უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს’ - პაატა იმნაძე