FM97.5 / LIVE

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ხარების დღესასწაულზე ეზიარა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 14.04.2020
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი აცხადებს, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში წირვის ჩატარების შემდეგ ეზიარა.

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი  ხარების დღესასწაულზე ეზიარა

ამის შესახებ მან TV პირველს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა. მან ზუსტად არ იცის, ეზიარა თუ არა იმავე კოვზით მრევლიც: "ხო, ალბათ მრევლიც ეზიარა, მე გარეთ არ გავსულვარ".

სასულიერო პირი იმყოფებოდა საავადმყოფოშიც, იგი ვარაუდობს, რომ იქ დაინფიცირდა.

სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ვირუსი მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რამდენიმე დღით დაიკეტა. ტაძარში და ტაძრის ეზოში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში. როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას მსახურება ჰქონია, თუმცა, ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ არ იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკ ჯგუფებშია, ვისაც სახლში რისკ ჯგუფში მყოფი, ასაკოვანი ადამიანები ჰყავს, თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, ფაქტობრივად არავნ არ იყო ტაძარში, მარტო ვიმსახურეო. ალბათ, ამას სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები დაადგენენ. დანარჩენი მოძღვრები თვითიზოლაციაში არიან", – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბოჭორიშვილის კლინიკაში 22 კოვიდინფიცირებულია
‘საპატრიარქოს დაცვის დაინფიცირებულ თანამშრომელს შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონდა’ - დეკანოზი
‘ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა’ – ბოჭორიშვილის კლინიკა
საპატრიარქო: 'COVID-19-ით ინფიცირებულმა მღვდელმა მსახურება რამდენიმე დღის წინ აღავლინა'
საქართველოში სასულიერო პირს COVID-19 დაუდასტურდა
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
ახალციხეში კორონავირუსი  ‘კრედოს’  თანამშრომელს დაუდასტურდა